თუ გსურთ საკუთარი თავისა და ახლობლების განებივრება გემრიელი და კვებითი კერძით, მოამზადეთ ლობიოს სუფი. ლობიო დაუჯერებლად გემრიელია, მასში ბევრი ცილა, ვიტამინები A, B, E, კალციუმი, მაგნიუმი, იოდი, რკინა და სხვა მიკროელემენტებია. ლობიოს უპირატესობა სხვა თხევად კერძებთან შედარებით ისაა, რომ ხარშვისას ინარჩუნებს, პრაქტიკულად, ყველა სასარგებლო თვისებას.
ლობიოს წვნიანი შესანიშნავია, მაგრამ ერთი ხარვეზი აქვს – ის დიდხანს იხარშება. ამიტომ უნდა ჩაალბოთ რამდენიმე საათით.
ინგრედიენტები
- 400 გ ლობიო
- 3 ცალი კარტოფილი
- 3 ლ წყალი
- 0,25 ჭიქა ბრინჯი
- ერთი ცალი ხახვი
- ერთი ცალი სტაფილო
- ერთი სუფრის კოვზი ფქვილი
- 30 მლ ზეთი
- პილპილი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით
მომზადება
- ჩაალბეთ ლობიო ღამით, ადუღებულ ცივ წყალში. ის დარბილდება და გათავისუფლდება ნივთიერებებისგან, რომლებიც იწვევს აირწარმოქმნას.
- გარეცხეთ და მოხარშეთ ლობიო ბოლომდე. ამისთვის დაგჭირდებათ დაახლოებით ერთი საათი.
- გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით.
- გაფცქვნილი სტაფილო და ხახვი დაჭერით კუბებად.
- გარეცხეთ ბრინჯი კარგად.
- აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში ლობიო, კარტოფილი, ბრინჯი, ნახევარი პორცია სტაფილო და ხახვი. ხარშეთ 20 წუთი.
- პარალელურად ტაფაზე შეწვით დარჩენილი სტაფილო და ხახვი, ოქროსფრამდე.
- ჩაყარეთ ტაფაში ფქვილი, აურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე ერთი წუთი.
- მოშუშული მასა ჩაყარეთ სუფში, დააყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ხარშეთ კიდევ 7 წუთი.
- ჩაამატეთ სუფში დაჭრილი მწვანილი.
ლობიოს კერძი ძალიან გემრიელი და ნაზი გამოდის. თუ გსურთ, რომ სუფი უფრო ნოყიერი იყოს, შეგიძლიათ მასში ჩაამატოთ რაიმე შებოლილი ხორცი. გემრიელად მიირთვით!