ვისაც ხაჭოსგან დამზადებული დესერტი უყვარს, საინტერესო რეცეპტს ვთავაზობთ. ხაჭოს ქადები არაჟნის სოუსში კიდევ ერთი მიზეზია ხაჭო შეგიყვარდეთ. ისინი იმდენად გემრიელია, რომ როცა გასინჯავთ, დარწმუნდებით, არაფერი გიჭამიათ ასეთი გემრიელი. მათი მომზადება მარტივია, მირთმევა კი დიდი სიამოვნება, განსაკუთრებით დილით, ჩაისა და ყავასთან.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 350 გ ფქვილი
- 3 გ მშრალი საფუარი
- 100 გ რძე
- 50 გ შაქარი
- 50 გ მარგარინი (ან ნაღების კარაქი)
- 70 გ არაჟანი
- მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 0,5 კგ ხაჭო
- 100 გ შაქარი
- 1 კვერცხი
ინგრედიენტები სოუსისთვის
- 200 გ არაჟანი
- 1 ს.კ. შაქარი
მომზადება
- გაათბეთ რძე და გადაასხით ჭიქაში. გახსენით საფუარი რძეში და დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი. კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ 2 ჩ.კ. ფქვილი და ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ. გააჩერეთ ნარევი ნახევარი საათით სითბოში.
- მოხერხებულ ჭურჭელში გაცერით ფქვილი, მარილი და შაქარი. აურიეთ. დაამატეთ მარგარინი და არაჟანი. აურიეთ. დაუმატეთ საფუარი.ცომი ერთვაროვან მასამდე მიიყვანეთ, არც სქელი, არც ძალიან თხელი.
- დაახურეთ თავზე და დატოვეთ 15 წთ.
- კარგად აზილეთ, შეფუთეთ და თბილ მდგომარეობაში აფუებამდე დატოვეთ.
- შემდეგ მიხედეთ შიგთავსს. აურიეთ ხაჭო შაქართან და კვერცხთან ერთგვაროვან მასამდე. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ფქვილი,დაახურეთ თავზე საკვები პარკი და ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ.
- ცომი გააბრყელეთ 1 სმ სისქეზე. მოათავსეთ მასზე ხაჭოს შიგთავსი და დაახვიეთ რულეტად.დაჭერით რულეტი სასურველ ზომებად.
- შეახვიეთ პერგამენტში და დატოვეთ 40 წუთი. სანამ ღუმელში მოათავსებთ, ზევიდან კვერცხი გადაუსვით.
- მოათავსეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ ვარდისფერ შეფერილობამდე 180 გრადუსზე.
- სოუსისთვის აურიეთ არაჟანი შაქართან. გამოცხობისთანავე წაუსვით ქადებს არაჟნის მასა. შემდეგ დატოვეთ საბოლოო გაციებამდე.
ერთი საიდუმლო ინგრედიენტი ამ სასარგებლო დესერტს უკეთესს ხდის. ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ!