სალათი კიტრითა და კრევეტებით

როცა სუპერმარკეტების დახლები და ბაზრობები ფერად-ფერადი ბოსტნეულით ივსება, უფრო მსუბუქად და ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ზამთრის შემდეგ ხშირად გვინდება ნედლი კიტრის ყიდვა. თუ თქვენც გაქვთ სურვილი, რაციონი გაიმრავალფეროვნოთ, მიყევით ამ რეცეპტს. მაგარი ყველი შეგიძლიათ თხელით ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები

კრევეტები 300გ
მაგარი ყველი 150 გ
კიტრი 200გ
კვერცხი 2ც
იოგურტი 2 ს.კ.
მარილი, პილპილი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ მოხარშული კვერცხი და დაჭერით კუბიკებად. ასევე დაჭერით მაგარი ყველი.
  2. გარეცხეთ და დაჭერით კიტრი კუბიკებად. ადუღებულ წყალში მოხარშეთ გაუსუფთავებელი კრევეტები (დაგჭირდებათ 2-3წთ), მოათავსეთ გამდინარე წყალში და გაასუფთავეთ.
  3. გამზადებული ინგრედიენტები აურიეთ, დაამატეთ მარილი, ნატურალური იოგურტი და მიიღებთ გემრიელ სალათას.
მორთეთ არომატული მწვანილით. თუ გსურთ, რომ გემო უფრო პიკანტური იყოს, ლიმნის წვენი მოასხით ან იოგურტის ნაცვლად მაიონეზი გამოიყენეთ.

კომენტარის დატოვება