გსურთ მაღაზიის პურის ალტერნატივა? მასში არაა ფქვილი, საფუარი, ზეთი და სახამებელი. “აბა რა არის?” – იკითხავთ თქვენ. ერთი დიდი სარგებელი! შვრიის პურის რეცეპტი სპეციალურად დუკანის დიეტისთვის შემუშავდა. გახდომის სისტემის ეფექტურობისთვის აუცილებელია მიიღოთ 2 ს.კ. შვრია დღეში. არ აქვს მნიშვნელობა რა სახით მიღებთ მათ: წყლით, კეფირით, წვენი, სალათით და ფაფით. მთავარია, მოხვდეს ორგანიზმში.
პურის მომზადებით ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერთ: შეასრულებთ დიეტის პირობას და დანაყრდებით. ის მიკროტალღურ ღუმელში მზადდება. წამებში იზრდება და შემდეგ დღესაც კი ფუმფულა რჩება.
ინგრედიენტები
- შვრიის ქატო 4 ს.კ.
- კვერცხი 2 ც
- კეფირი 2 ს.კ.
- სოდა 0/25 ჩ.კ
- მარილი
მომზადება
- აურიეთ პროდუქტები ჭიქაში ან ღრმა ჯამში.
- მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში ამავე ჭურჭლით ან მოათავსეთ ფორმებში. გამოაცხვეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე 3-4.5 წუთი.