სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

სასარგებლო კანფეტები კაკლითა და გრანოლით სამარხვოა. მის მოსამზადებლად საჭიროა ბლენდერი, ღუმელი და საცხობი ქაღალდი. ძალიან მარტივი რეცეპტია.

გრანოლა – ეს არის შვრიის ფანტელის, თაფლისა და ნიგვზის ნარევი, რომელიც გამომცხვარია. თქვენ შეგიძლიათ კანფეტები მზა გრანოლისგან გააკეთოთ, თუმცა სჯობს, მოამზადოთ ინგრედიენტები სათითაოდ და შემდეგ შეურიოთ.

ინგრედიენტები 8 პორციაზე

  • 50 გ შავი ქლიავი
  • 50 გ ქიშმიში
  • 65 გ თაფლი
  • 150 გ კაკალი ან ნუში
  • 100 გ ჰერკულესი
  • 40 გ სეზამი
  • 50 გ მზესუმზირას და გოგრის თესლი
  • 20 გ ლერწმის შაქარი
  • 5 გ დაფქული იმბირი
  • 10 გ კაკაო

მომზადება

გავახუროთ აერღუმელი 180 გრადუსამდე. პერგამენტ დაფენილ საცხობზე დავყაროთ შვრიის ფანტელი – ჰერკულესი. დავამატოთ შაქარი, ავურიოთ და შევდგათ ღუმელში.

ფანტელი ვშუშოთ რამდენიმე წუთით, რომ არ დაიწვას თან სულ ვურიოთ.

გავრეცხოთ ქიშმიში და შავი ქლიავი, ჩავაწყოთ ცივ, ანადუღარ წყალში, დავტოვოთ 2-3 საათი. შემდეგ გადავწუროთ.

ჩირს დავამატოთ თაფლი, ინგრედიენტები კი ბლენდერში მოვათავსოთ და ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ მასა ძალიან სქელია, დავამატოთ ცოტა გაციებული ანადუღარი წყალი.

ეს ხილის პიურე თავისებური წებოა კანფეტისთვის.

საცხობზე დავყაროთ კაკლეული, შევდგათ ღუმელში, ვაცხოთ რამდენიმე წუთი. კაკალი ყოველთვის ღუმელში მოამზადეთ, და არა ტაფაზე, იქ ისინი თანაბრად მოიხლება.

სქელძირიან ტაფაში ჩავყაროთ მზესუმზირისა და გოგრის მარცვლები, მოვშუშოთ დავალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოვდგათ.

სეზამის მარცვლებით მოვშუშოთ ტაფაზე ოქროსფრამდე. ყურადღებით იყავით, არ დაგეწვათ.

მოხალული კაკლეული, თესლები, ჩავყაროთ ბლენდერში. დავფქვათ. შეგიძლიათ ფქვილის კონსისტენციამდე დაფქვათ, თუმცა მსხვილად დაფქული უფრო გემრიელია.

ჩავყაროთ ჯამში დაფქული კაკალი, დავამატოთ შვრია, ჩირის პიურე და სეზამის დიდი ნაწილი. ჩავყაროთ კაკაო და დაფქული იმბირი.

მოვათავსოთ ინგრედიენტები ბლენდერში და გარდავქმნათ პიურედ. თუ არ გსურთ დაფქვა, უბრალოდ აურიეთ პროდუქტები კოვზით და დადგით 20 წუთი.

ჩაის კოვზით გააკეთეთ პატარა ბურთები, ერთი ზომის. დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდზე.

დააყარეთ ბურთულებს დარჩენილი სეზამი და შედგით მაცივარში ერთი საათით.

აადუღეთ ახალი ჩაი და დატკბით სასარგებლო სახლის რეცეპტით. გემრიელად მიირთვით!

ეს სასარგებლო კანფეტი შეგიძლიათ მიირთვათ მარხვაშიც. ჩვეულებრივ დღეებში სცადეთ გემრიელ ნარევს დაუმატოთ ცოტა მწარე შოკოლადი, ასე უფრო ტკბილი გამოდის.