ნოყიერი და მკვებავი ბანანის სმუზი

ბანანის სმუზი – არის სმუზი ბანანით, კეფირით, ლეღვითა და ვაშლით. შემოდგომითა და ზამთარში, როცა ორგანიზმს ვიტამინები სჭირდება, ხშირად მოამზადეთ სასარგებლო და კვებითი ნარევები ბლენდერში. ჩაატარეთ ექსპერიმენტები, გემრიელი იქნება!

ეს სასმელი შეიცავს მხოლოდ 260 კილოკალორიას. ეს რაოდენობა საუზმეზე ქალისთვის, რომელსაც სურს რამდენიმე კილოს მოშორება, საკმარისზე მეტია.

თუ დიეტურ მენიუს ადგენთ, მასში ჩართეთ სხვადასხვა სახის სმუზი – ხილით ან ბოსტნეულით. დღის განმავლობაში შეიძლება რამდენიმე პორცია დალიოთ ან მოაწყოთ სმუზით განტვირთვის დღეები, კვირაში ერთხელ.

ინგრედიენტები

  • ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი
  • ნახევარი მწიფე ბანანი
  • ნახევარი ვაშლი
  • 2 ცალი შავი ქლიავი
  • ერთი ცალი ლეღვის ჩირი
  • ერთი ჩაის კოვზი თაფლი
  • დაფქული დარიჩინი (დანის წვერით)

მომზადება

ტკბილი ვაშლი გავჭრათ შუაზე, დავჭრათ მსხვილად. გაფცქვნა საჭირო არ არის.

ვაშლს ვამატებთ ნახევარ ბანანს, თუ ბანანი ნაკლებად მწიფეა, 2 დღით დადეთ ოთახის ტემპერატურაზე და უფრო ტკბილი გახდება.

ლეღვის ჩირი დავმდუღროთ, დავჭრათ წვრილად, მივამატოთ ვაშლს და ბანანს.

შემდეგ დავამატოთ გარეცხილი შავი ქლიავი და თაფლი. შავი ქლიავიც დამდუღრეთ.

ამ რეცეპტში თაფლი მნივნელოვანია. ის ატკბობს სმუზს და აძლევს მას განსაკუთრებულ არომატს. კარგად გაზომეთ თაფლი, რადგან თავმობმულ ჩაის კოვზში 32 კალორიაზე მეტია, ეს კი არც ისე ცოტაა.

ჩავასხათ ბლენდერში გაციებული უცხიმო კეფირი, შეგიძლიათ უტკბო იოგურტის ან მაწონის გამოყენებაც.

არომატისთვის დაამატეთ დარიჩინი

ათქვიფეთ ინგრედიენტები რამდენიმე იმპულსური ჩართვით, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებს.

სმუზი მაშინვე გადავასხათ ბოთლში, დალიეთ ნელა. გემრიელად მიირთვით!

ეს გემრიელი და სასარგებლო კოქტეილი შეგიძლიათ ჩართოთ მენიუში დღეში 1-2ჯერ. მაგალითად, საუზმეზე და ვახშამზე. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ და თან დაიცავთ დიეტას, ერთ თვეში რამდენიმე კილოს დაიკლებთ.