უკვე ყველამ გაიაზრა, რომ ე.წ. საპასპორტო ასაკს საერთო არაფერი აქვს ბიოლოგიურთან. ეს ქალებში უფრო შეიგრძნობა. ზოგი ქალი 30 წლის ასაკში უკვე 50 წლისას გავს და პირიქით. რატომ ხდება ასე?
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღეგრძელობის საკითხში საკვანძო როლი არა გენეტიკას აქვს, არამედ სწორედ ტვინს.
სოციალურ-ფსიქოლოგიური ასაკი
არსებობს ცნება ,,ადამიანის ფსიქოლოგიური ასაკი”. სწორედ ის განსაზღვრავს ქცევებსა და გარეგნობას. ის დამოკიდებულია ტვინში მიმდინარე პროცესებზე. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში 35-40 წლის ასაკში ადამიანები ღრმა მოხუცებად ითვლებოდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა ახალი ასაკობრივი საზღვრები: დღესდღეობით ახალგაზრდობა გრძელდება 25დან 44 წლამდე. შემდეგ 45დან 60 წლამდე საშუალო ასაკია. 60დან 75მდე კი – ხანდაზმული. მხოლოდ 75დან 90 წლამდე მოდის სიბერე. ხოლო 90 წლის ზემოთ ადამიანებს დღეგრძელებს უწოდებენ.
თუმცა ყველას არ გამოსდის ახალგაზრული სხეულისა და სახის შენარჩუნება 40 წლის ასაკშიც კი. ახალგაზრდა სულის და სხეულის შენარჩუნებას მოწიფულ ასაკში ხელს უშლის პირველ რიგში ჩვენი ფსიქოლოგია და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. მთავარი ჰიპოთეზა, რომლის გამოკვლევაზეც მილიარდებია დახარჯული ამბობს: ჩვენი დაბერების სიჩქარე სწორედ ტვინზეა დამოკიდებული.
ეს ადვილად მტკიცდება. სიცოცხლის დასაწყისში ჩვენი ტვინი დაკავებულია სამყაროს შეცნობით, ცოდნის შეძენითა და სხვადასხვა დასკვნებით. შესაბამისად, მთელი ორგანიზმი ჩართულია ამ პროცესში და მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე. მაგრამ, როგორც კი სამყარო ხდება უინტერესო და თქვენ შეწყვეტთ შემეცნებას, სწავლას, კომპეტენციების გაფართოებას, აქედან იწყება სიბერე. შენი ტვინი და ორგანიზმი აქტიური აღარ არის, სხვათა შორის, აქედან იღებს სათავეს ალცჰეიმერის ტიპის სხვადასხვა დაავადება.
ფსიქოლოგიური დაბერება ადრე უნდა შევნიშნოთ. არსებობს მისი სამი ძირითადი მაჩვენებელი.
ფსიქოლოგიური სიბერის მარკერები
1. დამოკიდებულება დროსთან
როგორც კი გაგიჩნდებათ იმის შეგრძნება, რომ ყველა საუკეთესო მოვლენა თქვენს ცხოვრებაში უკვე იყო და რაღაცის დრო გავიდა, ესე იგი, თქვენ დაიწყეთ დაბერება. ფსიქოლოგიურად მოხუცი ადამიანი ცხოვრობს მოგონებებით, ახალგაზრდა კი – გეგმებით. პესიმიზმი, უიმედობა, გეგმების უქონლობა, მოგონებები – ყველაფერი ეს ფსიქოლოგიური სიბერის ნიშნებია და ბიოლოგიური დაბერების კატალიზატორები.
ამიტომ არის, რომ ამერიკაში 60 წლის ზემოთ ადამიანები უმაღლეს სასწავლებლებში ეწყობიან, დადიან სხვადასხვა კურსებზე. ყველაფერი ახალი ხელს უწყობს ტვინის მუშაობასა და ოპტიმიზმს.
2. შეზღუდვები
ფსიქოლოგიური სიბერე პირდაპირ უკავშირდება საკუთარი თავის შეცოდებას. ასაკთან ერთად გასაგებია, რომ თავს ბევრ შეზღუდვას ვუწესებთ, რაც ფიზიკურ მონაცემებსა და პასუხისმგებლობებს (ბავშვები, თანამშრომლები) უკავშირდება.
მაგრამ ცხოვრების ყველა პერიოდში იხსნება ახალი შესაძლებლობები. თუ გიჭირთ რაიმე ფიზიკურის გაკეთება, შეგიძლიათ დაიწყოთ შემოქმედებითი თვისებების განვითარება.
შეისწავლეთ ახალი ენები, დაკავდით ტურიზმით, ორგანიზება გაუკეთეთ სხვადასხვა ღონისძიებას. არ შეიზღუდოთ თავი, ეძებეთ შესაძლებლობები.
3. ემოციური სტაბილურობა
დამტკიცებულია, რომ მადლიერი და ბედნიერი ადამიანები ცოცხლობენ დიდხანს და გამოიყურებიან უფრო ლამაზად. სტაბილური ფსიქიკა ახალგაზრდობის საწინდარია. ადამიანი, რომელსაც შეუძლია მშვიდად ადაპტირდეს ცვლილებებთან, არ იღებს ყველაფერს გულთან ახლოს და არ იციკლება პრობლემაზე, ყოველთვის ახალგაზრდა იქნება.
მხიარულ ადამიანებს სხვაგვარად უყალიბდებათ სახის წყობა. მათ ნაკლები ნაოჭი აქვთ და მომხიბვლელები არიან.
კარგის დანახვის უნარი, იუმორის გრძნობა და ცხოვრების თითოეული დღისადმი მადლიერება – ფსიქოლოგიური ახალგაზრდობის საწინდარია. ეს უკავშირდება ჰორმონული და ნეიროქიმიური პროცესების მთელ წყებას, რომლებიც ტვინში მიმდინარეობს.
განვითარდით, გიხაროდეთ მიუხედავად ყველაფრისა. ბევრი ადამიანი აღარ მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ, მაგალითად, 50 წლის ასაკში ფიქრობს, რომ გვიან არის ეს. ეს შენი სიცოცხლეა, შენი ემოციები, შენი სხეული ბოლოსდაბოლოს. არავის აქვს უფლება რაიმე დაგაყვედროს.
სწორედ შენი გსიქოლოგიური მდგომარეობა აძლევს სიჩქარეს ბიოლოგიურ დაბერებას. მოგვიყევით კომენტარებში ეთანხმებით თუ არა ამ აზრებს!