დუკანის დიეტაში ეს ბლინები მნიშვნელოვანი პროდუქტია: აი მისი რეცეპტი.

მათთვის, ვინც დიეტაზეა და ტკბილ ცომეულ კერძებს ვერ მიირთმევს, პიერ დუკანი საშუალებას აძლევს მაინც მოამზადონ საყვარელი დესერტი და ამასთან გახდნენ. ცნობილმა დიეტოლოგმა სწორი კვების პრინციპები და ტრადიციები შექმნა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ბევრი კერძიც ადაპტირებული გახადა.

ექიმი დუკანის კვების სისტემა ნახშირწყლებიანი პროდუქტების ნაცვლად, მათ სასარგებლო და ხელმისაწვდომ ანალოგებს გვთავაზობს. ისინი ვინც ზედმეტ კილოგრამებს ებრძვიან, მოეწონებათ დუკანის ბლინები ფქვილის გარეშე.

ინგრედიენტები

სიმინდის სახამებელი 2 ს.კ.

კვერცხი 2ც

რძე 120 მლ

შაქრის ჩამანაცვლებელი და მარილი გემოვნებით

მომზადება

აურიეთ სახამებელი, შაქარი და მარილი. დაამატეთ კვერცხი და ჩაასხით რძე. აურიეთ მასა და ბლენდერის მეშვეობით ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ.

დაასხით 3 წვეთი მცენარეული ზეთი ტაფას, გაათბეთ, დაასხით ცომი რაც შეიძლება თხლად და გამოაცხვეთ ბლინები ორივე მხარეს თითო-თითო წუთით. ყოველი ახალი ბლინის წინ აურიეთ ცომი.

მოასხით მზა ბლინებს უცხიმო იოგურტი ან გაუკეთეთ შიგთავსი.

ასეთი ბლინები სახამებელზე და ფქვილის გარეშე, შეგიძლიათ ყოველდღე ამზადოთ და მორთოთ უცხიმო ხაჭოთი, თევზით, ხიზილალით ან მწვანილით. დუკანის ბლინები მოუხდება ნამცხვრებსაც.