მათთვის, ვინც მარხვაზეა: ეს სუპის რეცეპტი განსხვავებულია. არ მოგბეზრდებათ დიდი მარხვის დროსაც კი.

არსებობს სტერეოტიპი, რომ სამარხვო კერძები ერთფეროვანი და მოსაწყენია. 48 დღანმა სააღდგომო მარხვამ სტარტი უკვე აიღო და ჩვენს გასახალისებლად სხვადასხვა კერძების რეცეპტებს ვეძებთ. მოამზადეთ სუპი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სამარხვო კერძები ერთფეროვანი საერთოდაც არაა.

ის, რომ მასში ხორცი არაა, ყველასთვის გასაგებია. თუმცა აქ სხვანაირი მომზადების წესია. რა ხდის მას ასეთ განსაკუთრებულს? ალბათ ბოსტნეულის სწორი არჩევანი, სუნელების ბალანსი და პიტნის ფოთოლი, რომელიც მხოლოდ მორთულობა არაა.

ინგრედიენტები

ბოსტნეულის ბულიონი 1 ლ

ხახვი 1 ც

სტაფილო 1ც

ნიახური 1 ც

მწვანე ხახვი 0.5 კონა

ნიორი 2 კბილი

კარტოფილი 4 ც

ბარდა  100გ

თეთრი კომბოსტო – მასის ნახევარი

პიტნა 0.5 კონა

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება
  1. იმისთვის, რომ მოამზადოთ პიტნის სუპი, გაათბეთ ბულიონი ღრმა ქვაბში სანამ არ ადუღდება.
  2. დაჭყლიტეთ ხახვი, ნიორი, სტაფილო, კარტოფილი და ნიახური. დაამატეთ ყველა მომზადებული პროდუქტი (კარტოფილის გარდა) ბულიონს.
  3. აცადეთ ადუღება, შემდეგ ჩაყარეთ კარტოფილი და მის დარბილებამდე ხარშეთ.
  4. დაამატეთ ბარდა და დაჭრილი კომბოსტო. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ხარშეთ 5-7 წთ.
  5. მორთეთ პიტნის ფოთლით.

ეს გემრიელი სუპის რეცეპტი თქვენს ჩვეულ რაციონს მნიშვნელოვნად გაახალისებს. თანაც, მარტივად დაამზადებთ.

კომენტარის დატოვება