როგორ მოვამზადოთ ნაპოლეონი ლავაშით

ნაპოლეონი ბევრი ადამიანის ბავშვობის საყვარელი ნამცხვარია. მისი კლასიკური რეცეპტი 1850 წლიდანაა ცნობილი. სამწუხაროდ, ნაპოლეონის დამზადებას დიდი დროს და ნერვები სჭირდება, ამიტომაც წარმოგიდგენთ რეცეპტს, რათა ის უფრო მსუბუქად მოამზადოთ.

ნაპოლეონი ლავაშისგან

თანამედროვე სამზარეულოში დაკავებულ დიასახლისებს ლავაში ხშირად ეხმარება და კერძების მომზადების დროს უზოგავს. მას შეუძლია ჩაანაცვლოს ცომი ბევრ რეცეპტში. ლავაშისგან გემრიელ ჩიპსებსაც დაამზადებთ.

 

რეცეპტი “ზარმაცული ნაპოლეონისთვის”

 

ინგრედიენტები

  • 10 თხელი ლავაში
  • 100 გ შაქარი
  • 2 დიდი კვერცხი
  • 500 მლ რძე
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • სახამებელი

მომზადება

  1. კრემის მოსამზადებლად აურიეთ რძე, შაქარი, კვერცხი, სახამებელი და ფქვილი. კარგად აურიეთ მასა ბლენდერით ერთგვაროვან კონდენციამდე.
  2. ნელთბილ ცეცხლზე კრემი ადუღებამდე მიიყვანეთ. განაგრძეთ ხარშვა სანამ არ გათხელდება.

     

  3. გააცივეთ კრემი ოთახის ტემპერატურაზე და დაამატეთ ნაღების კარაქი.
  4. ლავაში გააშრეთ ტაფაზე, წაუსვით კრემი და მოამზადეთ ფენებად.
  5. ნამცხვარმა ღამე მაცივარში უნდა გაატაროს, რათა ბოლომდე გაჯერდეს და უფრო ჰაეროვანი გახდეს.

     

  6. შეგიძლიათ მორთოთ კენკრით ან გახეხილი ლავაშით.

ნაპოლეონი ლავაშით ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას მოუხდება. ბევრისტუმარი ცვლილებას ვერც შეამჩნევს. ის სწრაფად კეთდება და უგემრიელესია.

რეცეპტის განსაკუთრებულობა იმაშიცაა, რომ მთლიანადაა გამორიცხული ცხობა, რასაც დიდი დრო მიაქვს. ლავაში უნივერსალური პროდუქტია.