ზაფხულის დასვენების მოყვარულებმა იციან, რომ ბუნებაში ყოფნა მაქსიმალურად ფხიზლადაა საჭირო.
როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან?
- პიკნიკისთვის ადგილის მოძებნისას წიწვოვანი ტყე არჩიეთ. ამ შემთხვევაში ტკიპას საერთოდ ვერ შეხვდებით. ფოთლოვან ან შერეულ ტყეში გამგზავრებისას, ყურადღება მიაქციეთ მშრალ და მზით კარგად განათებულ მინდვრებს. გაექეცით მაღალ ბუჩქებს, ბუჩქნარებს, ჭაობებს.

- ბუნებაში დაჯდომამდე, ყურადღება მიაქციეთ ტანსაცმელს: მოკლე შორტები და მასირები სჯობს სხვა სიტუაციისთვის გადადოთ. უპირატესობა მიანიჭეთ სპორტულ სამოსს და მაღალყელიან წინდებს.

- სტატისტიკის მიხედვით, ტკიპებს უფრო მეტად სხეულის შემდეგი ნაწილები იკრავენ: კისერი, მუცელი და საზარდულის არე. ამიტომაც, ეს ზონები საგულდაგულოდ დაფარეთ.

- სანამ დასასვენებლად გაეშურებით, ტანსაცმელი სპეციალური ხსნარით დანამეთ, ასევე კანიც.

- გაყიდვაში სპეციალური სამოსიცაა, რომლებიც დამცავებს წარმოადგენენ.

- სახლში დაბრუნებისას გაიხადეთ ყველაფერი და დააკვირდით ხეულს, პარაზიტებს ხომ არ მიუგნიათ რაიმე ნაწილისთვის. ტანსაცმელი ცხელ წყალში გარეცხეთ.

- სახლში ტკიპას დანახვისას, სასწრაფოდ გაჭყლიტეთ.

თუ ქიმიური ხსნარების წინააღმდეგი ხართ, სახლში ეს მარტივი საშუალება მოამზადეთ.
ინგრედიენტები
- 2 ჩ.კ. ნემსიწვერას ეთერული ზეთი
- 2 ჩ.კ სამედიცინო სპირტი
- 1 ჭიქა წყალი
მომზადება
- აურიეთ ეს ინგრედიენტები მომცრო ფლაკონში.

- ყოველ ერთ საათში დაასხით ტასნაცმელსა და სხეულის შიშველ ნაწილებს.

თუ არ გაგიმართლად და ტკიბა კანში მაინც მოხვდა, უყრუეთ ამ მასტერკლასს, რომელიც მისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ.

