როგორ გამოვიცნოთ ჩვილი ბავშვების სურვილები

ბავშვები ლაპარაკის დაწყებამდე, თავის ენაზე საუბრობენ. იმისთვის, რომ გაეგოთ, ზრდასრულებმა გაშიფვრა სცადეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მართალია ბავშვები სიტყვებით არ გადმოსცემენ სათმელს, მაგრამ სათანადო ნიშნებს გვაძლევენ. ტირის, იცინის თუ ხმებს გამოსცემს, მიმართავს ჟესტებისა თუ მიმიკის ენას – უნდა გადათარგმნოთ და მასთან დიალოგის წარმოებასაც შეძლებთ.

ჩვილი ძუძუზე

ტირილი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს

  1. შიმშილის დროს. ახალშობილი ისტერიულად იქცევა, თავს ატრიალებს და ხანდახან უცნაურ მხებს გამოსცემს.
  2. დაძახების მანიშნებელი. თუ პატარას სურს ვინმეს დაუძახოს, თავიდან რამდენიმე წამი ყვირის, შემდეგ 20 წამი ჩუმდება. და ასე ციკლურად. ისტერიკამდე მიდის მაშინ, თუ მის ძახილზე არავინ რეაგირებს.
  3. ავადმყოფობისას. ბავში ტირის მონოტონურად და უწყვეტად. თუ ძალა არ აქვს, ჩუმად. მოულოდნელ ამოყვირებებს ტკივილი აპროვოცირებს.
  4. თუ არაკომფორტულადაა. წკმუტუნებს და შესაბრალისად ტირის თუ გაღიზიანებულია ან მოუხერხებლად გრძნობს თავს.

ავსტრალიელმა პედიატრმა პრისცილა დანსტენმა პატარების მიერ გადმოცემული ხმების კვლევა ჩაატარა 4 თვემდე ასაკში და მივიდა დასკვნამდე, რომ რეფლექტური ხმები ინტერნაციონალურია და კონკრეტული მნიშვნელობა აქვთ. როცა პატარა უფრო იზრდება, იწყებს ხმების გადმოცემას, რათა იურთიერთოს. მანამდე ყველანაირი ხმა მის ფიზიკურ მოთხოვნილებებს პასუხობს. პედიატრების მიერ იყოფა შემდეგი კლასიფიკაცია:

  1. «ნია» («ნე») — «მშია!»
  2. «ჰე» — «არაკომფორტულად ვარ!»
  3. «აუ» («ოუ», «ოი») — «მეძინება, დავიღალე!»
  4. «იეო» («იეუ») — «მუცელი მტკივა, გაზები»
  5. «ე-ე» («ეი») — «გული მერევა!»

ჩვილი აქტიურად იყენებს სხეულის ენას

  1. ხრის ზურგს. 2 თვემდე ესაა პასუხი ტკივილზე, შემდეგ დაღლილობის სიგნალი. თუ ბავშვი ჭამის დროს ან  შემდეგ იხრება, ესეიგი დანაყრდა.
  2. რიტმულად ატრიალებს თავს. ცდილობს თავი გაართოს ან დაამშვიდოს. ასე შეიძლება მოიქცეს უცხო ხალხში ან ახალ აგრემოებაში.
  3. ხელს კიდებს ყურებს, ცხვირს. ბავშვი უბრალოდ იკვლევს თავის სხეულს. ნერვიულობა არ ღირს. შეიძლება ფეხებსაც ჩაეჭიდოს.
  4. მუშტებს კრავს. ჭამა უნდა. რამდენიმე წუთში შეიძლება ტირილიც მოაყოლოს.
  5. ფეხებს ჭიმავს. არის შესაძლებლობა, რომ მუცელი ტკივა და ფეხების მისკენ მოზიდვით ტკივილს იმსუბუქებს. ეს ქმედება ბუნებრივია.
  6. ხელებს ისვრის. დდი ალბათობაა, რომ რამემ შეაშინა. შეიძლება სინათლემ, ხმაურმა ან საკუთარი თავის ქმედებამ.

     

1 წლამდე ბავშვმა საუბარი არ იცის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასარ უნდა ეკონტაქტოთ. პედიატრები მშობლებს ურჩევენ, რაც შეიძლება ბევრი ესაუბრონ ბავშვებს, აუხსნან და ააჩვენონ გარემო, ელაპარაკონ ისე, თითქოს მათ უკვე შეუძლიათ სათანადო რეაქციის გამოხატვა. ყველა ეს ქმედება მათ სწრფა განვითარებას უზრუნველყოფს.

კომენტარის დატოვება