ყველა გრძნობა და ემოცია, რომელსაც განვიცდით, ჩვენ სახეს თავისებურ გამომეტყველებას ანიჭებს, ხშირად ეს ნაკვალევი სამუდამოდ გვრჩება. მაგრამ, არამხოლოდ სახე აირეკლავს ჩვენს ემოციებს, ხელებიც.
ქირომანტია – მკითხაობის ერთ-ერთი უძველესი სისტემაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში ცდიან. მის ფესვებად ინდური ასტროლოგია და ბოშური მკითხაობა ითვლება. ქირომანტიის იდეა იმაშია, რომ განსაზღვროს ადამიანის ხასიათი და მომავალი ხელებზე არსებული ხაზების მიხედვით.
ქირომანტია დამწყებთათვის
ჯერ სწორად უნდა აარჩიოთ სამკითხაო ხელი. ითვლება, რომ ქალებში მარჯვენა ხელი აჩვენებს იმას, რაც დაბადებიდან იყო, მარცხენა კი იმას, რაც ცხოვრების მანძილზე აითვისეთ. მამაკაცებში კი პირიქით. ასევე, მნიშვნელობა აქვს დომინირებას – რომელი ხელით აკეთებს თითქმის ყველაფერს. ის მოგიყვებათ წარსულსა და აწმყოზე, არადომინანტური კი მომავალზე.
ახლა ვისაუბროთ ხაზებსა და მათ მნიშვნელობებზე. 4 ძირითადი ხაზია: გული, გონება, ცხოვრება და ბედისწერა. ყველა ეს ხაზი უნდა იპოვნოთ – მოკლეები თუ გრძელები, ყველა მათგანი აუცილებლად გაქვთ.
ხაზები ხელებზე
გულის ხაზი ადამიანის ემოციურ მდგომარეობას აჩვენებს, მის პირად შესაძლებლობებს ხსნის. მოგიყვებათ პიროვნების მგრძნობიარე მხარეზე, სიყვარულის შესაძლებლობასა და გრძნობების გამოხატვაზე.
გონების ხაზი, პირიქით, ადამიანის პრაგმატულ მხარეს აჩვენებს: მის გონებრივ მდგომარეობას, ინტელექტს და ყველაფერს, რაშიც ის კარგია.
ბედისწერის ხაზი აღნიშნავს კარიერას, ცხოვრებისეულ გზას და მიზნებს. მასზე დაინახავთ მთავარ მოვლენებსა და ცვლილებებს.
უფრო დეტალურად რომ გაერკვეთ, რჩევებს გთავაზობთ.
ხელის ტიპები ქირომანტიაში
ხელის ყველა ტიპი ადამიანის კონკრეტულ ხასიათზე მეტყველებს. მნიშვნელოვანია ხელისგულის სიგრძე. გამოყოფენ 4 სახეობას:
- მიწა
თუ კვადრატული ხელისგული და თითები გაქვთ, კანი უხეში და შეწითლებული, ხელისგულის სიგრძე კი თითების სიგრძის თანაბარია, მაშინ თქვენი ხელის ტიპი – მიწაა. ასეთი ხელების მქონე ადამიანი პრაქტიკული და პასუხისმგებლობით აღსავსეა, გამოირჩევა მიზანდასახულობით. უყვარს რაღაცის წმენდა, გასუფთავება, დამუშავება.. - ჰაერი
ამ ტიპის ხელი კვადრატული ან მართკუთხა ხელისგულებით და გრძელი თითებით ხასიათდება, მშრალი კანით. ხელისგულის სიგრძე უფრო ნაკლებია, ვიდრე თითების. ეს ადამიანები მოსაუბრეები და კომუნიკაბელურები არიან. მათში კარგადაა განვითარებული იუმორის გრძნობა და გონებამახვილობა. - წყალი
ამ ტიპის ადამიანებს გრძელი, მოქნილი ხელისგულები აქვთ კონუსური თითებით. ხელისგულის სიგრძე ამ შემთხვევაში თითების სიგრძის ტოლია. ასეთი ადამიანები თავს შემოქმედებაში პოულობენ, მგრძნობიარეები და გამჭრიახეები არიან. ხანდახან შეიძლება ჩაკეტილები იყვნენ, ხშირად ინტროვერტები არიან. ყოველთვის მშვიდები და აუღელვებლები. - ცეცხლი
კვადრატული შეწითლებული ან ვარდისფერი კანის მქონე ხელისგული და მოკლე თითები ცეცხლის ნიშანია. ამ შემთხვევაში, ხელისგულის სიგრძე უფრო მეტია, ვიდრე თითების. ასეთი ადამიანები ძალიან იმპულსურები და ამასთანავე, დასამახსოვრებელი ნატურები არიან. მათი გადაწყვეტილებები სპონტანური, თამამი და ინსტიქტურია.
ბორცვები
ხაზები და ტიპები გავარკვიეთ, ახლა ხელზე არსებული ფოსოების მნიშვნელობა გავიგოთ. მათ დასანახავად მტევნები ოდნავ უნდა მოხაროთ. დააკვირდით რომელი ბორცვია უფრო დიდი და რომელი საერთოდ არ გაქვთ.
- ვენერას ბორცვი
მდებარეობს დიდი თითის ქვეშ. თუ ის მკვეთრადაა გამოხატული, მაშინ თქვენ ხართ ნატურა, რომელსაც სიამოვნება და ტკბობა უყვარს. მალე გიყვარდებათ და იმედგაცრუებასაც მალევე განიცდით. თუ ეს ბორცვი სუსტადაა განვითარებული, სექსუალური ურთიერთობის ნაკლებობაზე მიუთითებს. - იუპიტერის ბორცვი
განთავსებულია საჩვენებელი თითის ქვეშ. ის პასუხს აგებს სიამაყეზე, სიკეთესა და სიყვარულზე. გამოხატავს ლიდერულ უნარჩვევებს. თუ ადამიანს ის არ აქვს, ამბიციები და სწრაფვები არ გააჩნია. - სატურნის ბორცვი
განთავსებულია შუათითის ქვეშ. თუ ის განვითარებულია, სითამამეზე და გამბედაობაზე მიანიშნებს. თუ განვითარებული არაა, ორგანიზების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. - მზის ბორცვი
მდებარეობს არათითის ქვეშ. ის შემოქმედებით ადამიანზე მიგვითითებს, რომელიც სულიერებითაა სავსე და მუდამ იდეებითაა შთაგონებული. თუ ის განვითარებული არაა, ნშნავს, რომ ადამიანი ხელოვნებისა და შემოქმედების მიმართ მიდრეკილი არაა. - მერკურის ბორცვი
ეს კი ნეკა თითის ქვეშაა. მისი განვითარება საუბრის სიყვარულს მიანიშნებს. თუ ბრტყელია, მაშინ მორიდებულობასთან გვაქვს საქმე.