საბავშვო ბაღებს, სკოლებს თუ უბრალოდ სახლებს, სადაც პატარები ცხოვრობენ, საგაზაფხულოდ ხშირად რთავენ. განსაკუთრებით 8 მარტს გვსურს სახლი ლამაზად და ბიუჯეტურად მოვრთოთ. ლამაზ დეკორს გაზაფხულის განწყობაც უმალ მოჰყავს.
საგაზაფხულო დეკორის 15 იდეა საკუთარი ხელებით
- ყვავილების გირლიანდები ყველაზე მარტივი და ამასთან ორიგინალურია. ხელებით 1 საათში დაამზადებთ.
- მშვენიერი იდეები სააქტო დარბაზის მოსართავად.
- შეგიძლიათ დიდი ზომის ყვავილები დაამზადოთ და კედლები ან კედლის ნაწილები მორთოთ.
- საინტერესო იდეები ფანჯრების მოსართავად.
- შეგიძლიათ ყვავილებს ფეხები გაუკეთოთ და ოთახში ან დარბაზში დადგათ.
- ამგვარად მორთავთ არამხოლოდ შენობას, არამედ დამალავთ არც ისე ლამაზ კარს ან კედლის ნაწილს, რომელიც დიდიხანია რემონტს ითხოვს.
- ამ იდეის მეშვეობით კი გასულ წელს ერთმა ბავშვმა სკოლის გამოფენაზე პირველი ადგილი დაიკავა.
- კიდევ რამდენიმე ნათელი იდეა!
- ტოტი ყვავილლებით გოფრირებული ქაღალდისგან საუკეთესო მორთულობაა საბავშვო ბაღისთვის და მისი გაკეთება სულაც არაა რთული. ასევე ლამაზია ხის იმიტაცია კედელზე.
- ჩართეთ შემოქმედებაში ბავშვები და ერთად ულამაზეს დეკორს შექმნით, რომელიც შემდგომ შეგიძლიათ ბებიას, დედას ან საყვარელ მასწავლებელს აჩუქოთ.
გააცოცხლეთ საინტერესო დეკორი ყოველდღიურ ცხოვრებაში და გაახარეთ ბავშვები, რომლებსაც ხელსაქმე ძალიან ხიბლავთ. მხოლოდ იდეა, ფერადი ფურცლები, მუყაო, მაკრატელი და სურვილი გჭირდებათ!