სალათი ოლივიეს გარეშე სადღესასწაულო მაგიდა ვერ წარმოგვიდგენია. თუმცა, შეგვიძლია ექსპერიმენტებს მივმართოთ და კლასიკური ვარიანტის მაგივრად მრავალფეროვანი მოვამზადოთ.
გთავაზობთ ებრაულ რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 350 გ დაკონსერვებული თინუსი
- 4 კარტოფილი
- 1 სტაფილო
- 3 კვერცხი
- 3 მჟავე კიტრი
- 1 ვაშლი
- 50 გ მწვანილი
- მაიონეზი, მარილი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი. გააცივეთ.
იმისთვის, რომ კვერცხი და კარტოფილი მარტივად გასუფთავდეს, ცივ წყალში 5 წთ გააჩერეთ.
- კვერცხი წვრილად დაჭერით, კარტოფილი კუბიკებად.
- ბოსტნეულს მჟავე კიტრი დაუმატეთ.
- გახეხეთ ვაშლი და დაჭყლიტეთ მწვანილი, დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.
- თინუსი ბოსტნეულს შეურიეთ. ნებისმიერი კონსერვი გამოგადგებათ, შეგიძლიათ სარდინებით ჩაანაცლოთ.
- მორთეთ მაიონეზით და მოაყარეთ მარილი. სჯობს 1 საათი დააცადოთ.
შეგიძლიათ სალათს ლამაზი ფორმა მისცეთ: მოაჭერით პლასტმასის ბოთლს ზედა და ქვედა ნაწილი, მოათავსეთ მასში სალათა და შემდეგ მოაცალეთ.