გამოაცხვეთ თევზი სწორად: აი რა უნდა დაუმატოთ, რომ დელიკატესად გადააქციოთ.

საერთოდ არაა საჭირო კულინარიულ კურსებზე ჩაეწეროთ რათა საინტერესო ტექნოლოგიები და რეცეპტები შეისწავლოთ. ასევე, ნუ გაატარებთ ნახევარ დღეს სამზარეულოში რათა გემრიელი თევზი მოამზადოთ – უბრალოდ იყიდეთ ლავაში და ნაღების კარაქი.

ეს რეცეპტი გააოცებს მათაც, ვინც ძვირადღირებულ რესტორანში ერთხელ მაინც მოხვედრილა. მასში არაფერია ზედმეტი.

ინგრედიენტები

თევზი 1ც

ლავაში 2-3ც

ნაღების კარაქი 100გ

პომიდორი 1ც

კამა 1 კონა

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

გარეცხეთ თევზი, მოაჭერით თავი და კუდი, გაჭერით შუაში.

დაჭერით მწიფე პომიდორი წრეებად.

გაშალეთ ლავაში სუფთა მაგიდაზე. წაუსვით ნაღების კარაქი.

მოათავსეთ მასზე თევზი და დაუმატეთ საკმაზები.

დაჭერით კარაქი ნაჭრებად. დაჭყლიტეთ კამა. შეავსეთ თევზი კარაქით, მწვანილით და პომიდორებით.

შეახვიეთ თევზი ლავაშის ფენაში. დაახვიეთ რულეტივით და გადააკარით მეორე ფენა ისე, რომ თევზი მთლიანად დაიფაროს. ბოლოს შეახვიეთ ფოლგაში.

ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე. გამოაცხვეთ 1 საათის მანძილზე.

ასეთი კერძის მომზადებისთვის ნაკლებად ფხიანი თევზები არჩიეთ. თევზი ძალიან გემრიელი და მსუბუქი გამოგივათ.