ღვეზელი ხაჭოთი და მწვანილით: 0 გრამი საფუარი მჭირდება.

ღუმელში მომზადებული ღვეზელები შემწვარზე სასარგებლოა. ზოგიერთი დიასახლისი იმიტომ არ კიდებს ხელს, რომ დიდი ხანი სჭირდება. ჩვენ ვეცდებით დავანგრიოთ ეს მითი და სწრაფი და მარტივი რეცეპტი შემოგთავაზოთ. რადგანაც ცომი საფუარის გარეშეა, ლოდინი არ გიწევთ. შიგთავსისთვის ხაჭოს მწვანილით და კვერცხით გთავაზობთ.

ინგრედიენტები

კეფირი 200მლ

ხორბლის ფქვილი 4ჭიქა

სოდა 1 ჩ.კ.

კვერცხი 3ც.

ხაჭო 100გ

მწვანილი 30გ

მწვანე ხახვი 30გ

მარილი

კვერცხის გული 1ც

მომზადება

  1. სოდას დაასხით კეფირი, დაამატეთ 2 კვერცხი და მარილი, აურიეთ ჩანგლით. დაამატეთ ფქვილი და მიიღეთ ცომი.
  2. ერთი მოხარშული კვერცხი წვრილ კუბიკებად დაჭერით. მწვანე ხახვი და კამაც დაჭერით. აურიეთ ეს ინგრედიენტები და მოაყარეთ მარილი.
  3. ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით. მოამზადეთ კვერები. ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი და მოუხურეთ თავი. დაალაგეთ ნაკერით ქვევით, შეახვიეთ პერგამენტით.
  4. გარედან წაუსვით კვერცხის გული. მოათავსეთ ღმელში, რომელიც 180 გრადუსზე უნდა იყოს გაცხელებული და 30 წუთის მანძილზე გამოაცხვეთ.

მზა ღვეზელები შეგიძლიათ მიაყოლოთ კერძს ან უბრალოდ ჩაის.

კომენტარის დატოვება