რატომ მორბის დასახმარებლად ირემი მაშინ, როდესაც პატარა ბავშვის ტირილის ხმა ესმის? რატომ დასჭირდა რამდენიმე საუკუნის წინ გარდაცვლილ ეგვიპტის ფარაონს პასპორტი?
ან ვინ იპარავდა დედოფალი ვიქტორიას საცვლებს? მსოფლიოში ბევრი ასეთი უცნაური და სასაცილო კითხვა არსებობს, რომლების უმრავლესობაზეც ქვევით მოცემულ სიაში იპოვით პასუხს:
1. ნებისმიერ ადამიანს, ცოცხალს თუ მკვდარს, საფრანგეთში მოგზაურობისთვის პასპორტი სჭირდება.
სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო მოუწიათ ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლებს ფარაონი რამზეს მეორის სხეულის გადასატანათ მისთვის ევროპული სტანდარტების პასპორტის გაკეთება.
საფრანგეთში ცნობილი ფარაონის მუმიის ჩატანა მისი მოსავლელი პროცედურების ჩატარებისთვის იყო გადაწყვეტილი, თუმცა სასაზღვრო კონტროლის გავლისას ასეთი კურიოზი დაფიქსირდა.
2. პატარა ბიჭი, რომელიც ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობდა, დედოფლის საცვლებს იპარავდა
1838 წელს ბუკინგემის სასახლეში პატარა ბიჭუნა დაიჭირა მოახლემ. მურში ამოსვრილი ბიჭუნას შარვლის ჯიბიდან რამდენიმე საცვალი გადმოუვარდა. როგორც აღმოჩნდა, ისინი თვით დედოფალს ეკუთვნოდა.
შემდეგ დაადგინეს, რომ ეს უცნაური სტუმარი დღისით ბუხრის მილებში იმალებოდა, ღამით კი თავისუფლად დასეირნობდა სასახლეში და უცნაურ აქსესუარებსაც იპარავდა. იგი სამზარეულოან მოპარული საკვებით იკვებებოდა და საკუთარ მურიან ტანსაცმელსაც კი რეცხავდა მაშინ, როდესაც ყველას ეძინა.
3. თითოეული ადამიანის ჭიპი განსხვავებულია
ჩვენი ჭიპის მიდამოში 2400 სახეობის ბაქტერია ბინადრობს და მათ ნახევარზე მეტი მეცნიერებისთვის ახალი და შეუცნობელი ნაწილაკია.
სწორედ ასეთი ბაქტერიების შემადგენლობის განსხვავებული კომპოზიციებით გამოირჩევა თითოეული ადამიანის ჭიპი. ერთხელ ერთი ადამიანის ჭიპში ისეთი მიწის ნაწილაკი იპოვეს, რომელიც მხოლოდ იაპონიაშია გავრცელებული, თუმცა ეს ადამიანი ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა.
4. დედა ირემი მაშინვე გამოიქცევა დასახმარებლად, თუ კი პატარა ბავშვის ტირილს გაიგებს
აღნიშნული ქცევის მიზეზი თქვენი პატარა ბავშვის ტირილის რადიოტალღები გახლავთ. მისი ხმა ზუსტად ემთხვევა ახალშობილი ირემის ტირილის სიხშირეს. ასეთი მზრუნველობითი ინსტიქტი ძუძუმწოვრების უმრავლესობას ახასიათებს, მათ შორის ადამიანებსაც.
მათ გონებაში მსგავსი ტირილის გაგონებისას აუცილებლად აქტიურდება ავტომატური დახმარების მოთხოვნა.
5. ყორანისთვის სამართლიანობა უფრო ნაცნობი რამაა, ვიდრე ადამიანებისთვის
ყორანი ყოველთვის გუნდთან ერთად ნადირობს და ნებისმიერ სიტუაციაში მათთან ერთად მოქმედებს. ისინი საჭმელს თანაბრად იყოფენ. თუკი რომელიმე მათგანს შეამჩნევენ, რომ იმაზე მეტ საკვებს იღებს, ვიდრე იმსახურებს, გუნდი მას ზურგს აქცევს და საერთოდ აღარ ეკონტაქტება, რათა საკუთარი დანაშაული აღიქვას.
6. ერთხელ იულიუს კეისარი მეკობრეებმა გაიტაცეს და მის გამოსასყიდად 630 კილო ვერცხლი (600 ათასი დოლარი) მოითხოვეს
ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, როდესაც ცნობილმა კეისარმა საკუთარი გამოსასყიდის რაოდენობა გაიგო, გაბრაზდა და მეკობრეებს თანხა გააორმაგებინა. იულიუსის აზრით მისი იცოცხლე უფრო ძვირად ფასობდა. სანამ რომაელები ფულს აგროვებდნენ, კეისარი გამტაცებლებთან ერთად ერთობოდა, პოემებს უკითხავდა მათ და როდესაც გათავისუფლების წინ მათ დაემუქრა კიდეც, რომ დაბრუნდებოდა და ყველას დასჯიდა.
მან საკუთარი პირობა მას შემდეგ შეასრულა, რაც საკუთარი არმიის გემები შეკრიბა და იმ კუნძულზე დაბრუნდა, რომელზეც ტყვეობის დროს ჰყავდათ დაკავებული. მან საკუთარი ვერცხლი და მეკობრეების კუთვნილი ძვირფასეულობაც წამოიღო რომში.
7. ტბა ტბაში
ფილიპინების გიგანტურ ტბა ტაალში ვულკანური წარმონაქმნია განთავსებული. ეს მთა იმით გამოირჩევა, რომ მის შუაგულში ასევე ვულკანური ტბა მდებარეობს. ანუ ფილიპინელები თავს ტბაში მდებარე ტბით იწონებენ.
8. საფრანგეთში ისეთი კერძი არსებობს, რომელიც მხოლოდ თავზე ხელსახოცის გადაფარების შემდეგ უნდა მიირთვათ
ეს კერძი პატარა მომღერალი ჩიტისგან მზადდება. ღორის ხორცით გამოკვებილ ჩიტს ბრენდის წვენში ახრჩობენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალიან მაღალ ცეცხლზე წვავენ.
ზოგიერთის თქმით მისი ჭამა თავზე ხელსახოცის დაფარებით იმიტომაა საჭირო, რომ უნიკალური არომატი ბოლომდე შეიგრძნოთ. ზოგიერთის აზრით კი, თქვენ თავი უნდა დაიფაროთ ღმერთის მზერისგან, როდესაც ასეთ საოცარ ქმნილებას ჭამთ.
9. ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ყორნების მომვლელი ჰყავს დაქირავებული სრულ განაკვეთზე სამუშაოდ
ლონდონის სასახლის მიდამოში მცხოვრები ყორნები დიდი ბრიტანეთისთვის სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებენ.
სწორედ ამიტომ, მათ სახელმწიფო არჩენს. სპეციალური მომვლელი თითოეული ყორანის გამოკვებასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი და წელიწადში 32 ათას დოლარამდე ხელფასს იღებს.
10. იაპონელებმა სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის სპეციალური სახანძრო განგაში სუშის არომატით გამოიგონეს
ორიგინალური ხელსაწყო ხმის მაგივრად განგაშის შემთხვევაში სუშის სპეციალური დანამატის, wasabi–ს განსაკუთრებულ არომატს აფრქვევს შენობაში და ამით მიანიშნებს მაცხოვრებლებს საშიშროებაზე.
აღნიშნული ექსტრაქტი თვალებისთვის სრულიად უსაფრთხო და იდეალური დახმარების გამწევია მათთვის, ვისაც სმენის პრობლემები აწუხებს.