რეცეპტი: კექსი ჩირით

წარმოგიდგენთ კექსის დამზადების სპეციფიკას, რომელიც ყოველთვის გამოგივათ და არასდროს გაგიფუჭდებათ! შეგიძლიათ მისი დახმარებით მოულოდნელ სტუმრებსაც წარმატებით გაუმასპინძლდეთ. არარეალურად გემრიელი კექსი ჩირითა და თხილით თქვენს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 100 გ ნაღების კარაქი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • ნახევარი ლიმნის წვენი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 1/2 ჭიქა ქიშმიში
  • 1/2 ჭიქა შავი ქლიავი
  • 1/2 ჭიქა გამხმარი გარგარი

მომზადება

  1. შავი ქლიავი და გარგარი საგულდაგულოდ გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  2. ქიშმიში ფარეცხეთ, 10 წუთი ცხელ წყალში გააჩერეთ და გააშრეთ.
  3. ნიგოზი დაჭერით, მაგრამ არა ძალიან წვრილად.
  4. ღრმა ჯამში გატეხეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი და ერთგვაროვან მასამდე აურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და სოდა.
  5. ნაღების კარაქი დაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში, გააცივეთ და დაამატეთ ცომს. იქვე დაუმატეთ ნახევარი ლიმონი. საგულდაგულოდ აურიეთ.
  6. დაამატეთ ცომს თაფლი, ჩირი და ნიგოზი. საგულდაგულოდ აურიეთ.
  7. გადაიტანეთ პერგამენტით ან ზეთით შემოსაზღვრულ ფორმაში. გააცხელეთ გაზქურა 180 გრადუსამდე და მოამზადეთ 35-40 წუთის მანძილზე.
  8. გაცივებული კექსი მიიტანეთ სუფრაზე.
ვიტამინებით სავსე და მარტივად მოსამზადებელი კექსი მშვენივრად უხდება ყავას ან ცხელ რძეს. შეგიძლიათ მას შიგნით ნებისმიერი ჩირი დაუმატოთ და ყოველდღე მოამზადოთ.

კომენტარის დატოვება