როგორ დავამზადოთ ნაღების პლომბირი შოკოლადით სახლის პირობებში

ტკბილი და გემრილი ნაყინი ბავშვებსაც უხარიათ და მოზრდილებსაც. წარმოგიდგენთ მარტივ და კლასიკურ რეცეპტს პლომბირის სახლში დასამზადებლად, რათა ის მაღაზიასთან შედარებით უფრო სასარგებლო გამოგივიდეთ. მინიმალური ინგრედიენტებით საოცარ შედეგს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 300 მლ შესქელებული რძე
  • 300 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 90 გ რძიანი შოკოლადი
  • ერთნაირი ქაღალდის ჭიქები
  • ხის ან პლასტიკური ჯოხები

მომზადება

  1. ნაღები ღრმა ჭურჭელში ჩაასხით და მიქსერით ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ. ამ პროცესში ის მოცულობაში 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.
  2. ნაღებს პარალელურად შესქელებული რძე უმატეთ.
  3. მიღებული მასა კომფორტულ ჭურჭელში გადაიტანეთ.
  4. შოკოლადი წყლიან ჭურჭელში ან მიკროტალღურ ღუმელში დაადნეთ.
  5. ყველა ჭიქა დამდნარი შოკოლადით გაავსეთ. ნელ-ნელა გაანაწილეთ ის ჭიქების კედლებზე. დარჩენილი შოკოლადი უკან გადაასხით, მხოლოდ ჭიქების კედლებზე უნდა დარჩეს შოკოლადის ფენა.
  6. ჭიქები საყინულეში 10 წუთით მოათავსეთ.
  7. გაავსეთ ისინი ნაყინით, თიტეულ მათგანში ჩადეთ ჯოხი და საყინულეში 5 საათით ან მთელი ღამით დატოვეთ.
  8. გამოღებისას ნელა მოახიეთ ქაღალდის ჭიქა.
  9. გემრიელი დესერტი თქვენს ფულს აუცილებლად დაიპყრობს.
  10. არაა აუცილებელი დაამზადოთ შოკოლადი. შეგიძლიათ ნაღებისა და შესქელებული რძის მასა გაყინოთ და ხილით ან სიროფით მორთოთ.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ვიდეო:

კომენტარის დატოვება