საყინულე ყველა დიასახლის შველაა. იქ ინახავენ ბოსტნეულს, ხილს, ხორცის და რძის პროდუქტებს, მწვანილს თევზს და მზა კერძებსაც კი. ის რომ არ იყოს, ალბათ მაღაზიაში ასჯერ მოგვიწევდა სირბილი. საღამოს სახლში დაბრუნებისას კომფორტულია იფიქრო, რომ ვახშმის მომზადებას ბევრი ტანჯვა არ სჭირდება, საყინულის კაბინაში ხომ ქათმის მკერდი მოგეპოვებათ.
ყველა ადამიანს აქვს საკვების გაყინვის წესი. ზოგს ჰგონია, რომ ასე შენახვისას პროდუქტი სასარგებლო თვისებებს კარგავს, მოდით გავერკვეთ რა და როგორ უნდა გავყინოთ სწორად:
მითები საყინულეზე
პროდუქტები გაყინულ მდგომარეობაში სამუდამოდ ინახებაარა, მათ თავიანთი ვადა აქვთ. შეხედეთ რამდენი ხანი შეგიძლიათ მზა კერძის შენახვა ნედლისგან განსხვავებით:
ზღვის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები 3-4 თვემდე ინახავენ მკვებავ თვისებებს. მოხარშულ სოკოზე შეგიძლიათ მთელი წელი არ იდარდოთ, ნედლი კი 8 თვე ინახება. იმისთვის, რომ პროდუქტებს “ცხოვრება გაუხანგრძლივოთ” სხვადასხვა კონტეინერებსა თუ პაკეტებში შეფუთეთ.
გაყინული პროდუქტები ხელმეორედ არ უნდა გაიყნოს
ამ მითის ბევრ დიასახლს სჯერა და სულ ტყუილად. თურმე, მშვიდად შეგიძლიათ გაყინოთ ახლიდან, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პროდუქტმა ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტხანს ყოფნა ვერ მოასწრო.
გაყინულ პროდუქტებში სასარგებლო არაფერი რჩება
ბრიტანელი მეცნიერების კვლევებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ გაყინული პროდუქტის სარგებლიანობა ისეთივეა, როგორც ნედლის, ხანდახან უფრო მაღალიც. მაგალითად, ბროკოლი გაყინულ მდგომარეობაში უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ნედლი. გაყინული კომბოსტო ოთხჯერ უფრო მდიდარია კაროტინით, ვიდრე ნედლი, ისევე როგორც სტაფილო.
საყინულე ბაქტერიებს აქრობს
ეს ასე არაა, უბრალოდ სიცივეში ბაქტერიები ნაკლებად აქტიურები ხდებიან. თუ გაფუჭებულ პროდუქტს გაყინავთ, ყველა მავნე ნივთიერება ისევ გაცცოხლდება.
საყინულეში ყველაფრის მოთავსებაა დაშვებული
სამწუხაროა, მაგრამ მაცივარში არ უნდა გაუშვათ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავენ: მაგალითად პომიდორი და კიტრი. ასევე არ გაყინოთ კვერცხი, რადგანაც არასასიამოვნო არომატს შეიძენს.
ფრთხილად იყავით რძის პროდუქტებთან, ისინი კუჭის ინფექციების წყაროები ხდებიან.მეორეჯერ გაყინული ნაყინი შეიძლება მოწამვლის მიზეზი გახდეს.