ბოსტნეულის კატლეტები: დიეტურია და თან ძალიან გემრიელი, ხორცს მირჩევნია.

იდეალურ კატლეტს არაფერი ზედმეტი არ უნდა ჰქონდეს. ამასთან, ხორცი შეიძლება მთავარი ინგრედიენტი სულაც არ იყოს. თუ ჯერ კიდევ არ მოგიმზადებით და არ გაგისინჯავთ ბოსტნეულის კატლეტები, დადგა დრო ეს შეცდომა გამოასწოროთ.

ბოსტნეულის კატლეტები 15 წუთში მზადდება. ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა და სტაფილო – არანაირი ეგზოტიკა. სამაგიეროდ გემრიელ კერძს მიიღებთ საინტერესო გემოთი. იმისთვის, რომ ისინი უფრო ფაფუკი გამოვიდეს, 1-2 ს.კ. უცხიმო ხაჭო დაამატეთ.

ინგრედიენტები

ბოსტნეულის ნარევი 400გ

ხორბლის ფქვილი 3 ს.კ.

კვერცხი 2 ც

მარილი, პილპილი გემოვნებით

ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.

მომზადება

ბოსტნეული გაყინულ მდგომარეობაში ბლენდერში მოათავსეთ და პიურეს მდგომარეობამდე მიიყვანეთ.

დაამატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი, პილპილი, აურიეთ.

ზეთით გაცხელებულ ტაფაზე მასა კოვზით მოათავსეთ. შეწვით 2-3 წთ ორივე მხარეს.

ბოსტნეულის კატლეტები ნებისმიერ გარნირს უხდება: სალათებს, იოგურტს, უცხიმო არაჟანს. საუკეთესო არჩევანია დიეტის ან განტვირთვის დღეებში.

კომენტარის დატოვება