15 კადრი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ბალეტი სუსტებისთვის არაა

სცენაზე მოფარფატე ბალერინების დანახვისას, რთულია წარმოიდგინოთ თუ რა იმალება მომხიბვლავ ღიმილს, გრაციოზულ მიმოხრასა და შთამბეჭდავ კოსტიუმს მიღმა.

ტანჯვა, ცრემლები და სისხლი კულისებში, საგრიმიოორში და სარეპეტიციო დარბაზში რჩება, მაყურებელს კი მხოლოდ სასწაულის შეგრძნების ხილვა უწევს.

ბალერინების ჯოჯოხეთურ შრომას ამ ფოტოებშიც აღმოაჩენთ და დარწმუნდებით, რომ ბალეტი სუსტებისთვის ნამდვილად არაა.

დღეებს ბალერინა სხეულის გაწელვაში ატარებს, რაც ხშირად ძალადობრივია და ცრემლებით მოთმენას გულისხმობს.

ბალეტი თამამი გამოწვევაა ჯანმრთელობისთვის და სპორტის სახეობებზე რთული გამოცდა.

ტრავმები, ძვლების მოტეხილობები, სახსრების ტკივილი ბალერინისთვის ჩვეული ამბავია.

მომავალი ტკივილით იხდიან ბალერინები სცენაზე მიღებული ოვაციების ფასს.

საბალეტო კარიერაში წარმატების მისაღწევად, მოცეკვავემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერის მიღმა დარჩება.

ბალერინების ფეხები ყველაზე უსიამოვნო ადგილია. ზოგადად, პუანტის ზომა ბალერინის გარეთ ჩასაცმელ ფეხსაცმელზე ორი ზომით ნალებია. წარმოიდგინეთ, რომ ფეხის თითებს 50კგ სხეული ეყრდნობა.

იმისთვის, რომ ბალერინა გახდე, ხასიათით მოცეკვავედ უნდა დაიბადო და ბუნებისგან გარკვეული ხელშეწყობა იგრძნო – მაგალითად მოქნილი სხეული და გაწელილი ფეხები.

ბალეტი არამხოლოდ გატაცება ან სამსახური, არამედ ცხოვრებაა! ის მოცეკვავეებისგან აბსოლიტურად მთელ დროს, ძალას და სურვილებს ითხოვს. გახდე ბალერინა ნიშნავს მთლიანად გასცე საკუთარი თავი.

კიდევ ერთი კრიტერიუმი კიდურის სიგრძეა. ინდექსის მეშვეობით მას ითვლიან და თუ მაჩვენებელი არ აკმაყოფილებს, ბალერინობაზე აღარ უნდა იფიქროთ.

ზედმეტი ნაჭერი მიირთვით? შესაძლოა ყველაფერს გამოეთხოვოთ, რადგანაც მუდამ ფორმაში ყოფნაა საჭირო. ხშირად ბალერინები მკაცრ დიეტას იცავენ და სამედიცინო მედიკამენტებსაც მიმართავენ.

პროფესიონალი ბალერინას კარიერა არც ისე გრძელვადიანია. მოცეკვავეები პენსიაზე უკვე 35 წლიდან გადიან, ამასთან, თან იყოლებენ ტრავმებს, ქრონიკულ დაღილობას და დეფორმირებულ ფეხებს.

მაგრამ, თუ დაიბადეთ, იმისთვის, რომ ბალერინა გახდეთ, არაფერი შეგაჩერებთ მიზნის მიღწევისას.

საოცარი სილამაზე, გრაციოზულობა, პლასტიკა – არცერთ სხვა ხელოვნებას არ ახასიათებს.

ბალეტის არტისტები უამრავი აპლოდისმენტის ღირსნი არიან. მათ თანაგრძნობა არ სურთ, თავად აირჩიეს ეს რთული გზა და ცხოვრება ბალეტს მიუძღვნეს.