თუ მთხოვდნენ ამეღწერა ქათმის გულების კერძი ორი სიტყვით, ვიტყოდი: “ფანტასტიკურად გემრიელი”. ხშირად მსმენია, რომ ასეთი პროდუქტი ძალიან მაგარია და მისი საჭირო კონდიციამდე მიყვანა რთული პროცესია, რაც ბევრ დროს მოითხოვს. ჩვენ გეტყვით, რომ სულ რაღაც 40 წუთს. ყველაფერი ინგრედიენტებშია.
იმ რეცეპტებისგან განსხვავებით, რომლებშიც მხოლოდ ხახვი და არაჟანი უნდა დაამატოთ, აქ მთელი ასორტია წარმოდგენილი.
ინგრედიენტები
- ქათმის გული 60 გ
- ტომატის პიურე 200გ
- ბულგარული წიწაკა 1 ც
- წიწაკა ჩილი
- ძირა
- მდოგვი 1 ს.კ.
- ნიორი 2 კბილი
- ნაღები 2 ს.კ.
- მარილი
- ოხრახუში
- რეჰანი
- ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.
- დაფნის ფოთოლი 1ც
მომზადება
- გაჭერით გულები შუებზე.
- გაათბეთ ზეთი დიდ ტაფაზე. მოათავსეთ მასზე გულები.
- დაჭყლიტეთ ნიორი. დაჭერით წიწაკა ჩილი და ბულგარული წიწაკა. დაამატეთ ტაფაზე მარილთან, ძირასთან, მდოგვთან და დაფნის ფოთოლთან ერთად. შეწვით 5 წუთის მანძილზე.
- შემდეგ დაამატეთ ნაღები და ტომატის პიურე. ჩათუშეთ დახურულ მდგომარეობაში 20-30 წთ.
- რამდენიმე წუთით ადრე მომზადებამდე, დაამატეთ მწვანილი. შეგილიათ ნებისმიერი გარნირი შეუხამოთ.
ჩათუშული ქათმის გულების რეცეპტი შესაძლოა თქვენი ოჯახის ერთ-ერთი ფავორიტი გახდეს.