როგორ მოვამზადოთ წიწიბურა ფარშით

მარხვის დაცვა — ბევრი ადამიანის ცხოვრების ნაწილია. უბრალოდ ხდება ხოლმე, რომ ყველა ოჯახის წევრი მას არ იცავს. სამწუხაროდ, თანამედროვე დიასახლისებს არ აქვთ იმდენი დრო, რომ ერთდროულად რამდენიმე კერძი მოამზადონ და ოჯახის ყველა წევრის სურვილები დააკმაყოფილონ.

 

წიწიბურა ფარშით

წიწიბურა მთელ რიგ უნიკალურ და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს და მისი ფაფაც ყველასგან გამოირჩევა. მასში პრაქტიკულად ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ვიტამინი შედის, ასევე ბევრი რკინა და ამინომჟავა. საოცარია, რომ შეგიძლიათ იკვებოთ მხოლოდ მოხარშული წიწიბურათი დიდი ხნის მანძილზე და თავი საუცხოოდ იგრძნოთ. მაგრამ, რატომ შევიზღუდოთ თავი მხოლოდ მისი ფაფით, როცა ფარშის და ტომატის სოუსის დამატებით საოცარ კერძს მიღებთ.

წიწიბურა კერძია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობა უკრაინულ და პოლონურ სამზარეულოში. ისინი ძირითადად ფარშით მზადდება, მაგრამ მარხვის დროს შეგიძლიათ ფარში არ გამოიყენოთ. 1 პორცია მათთვის, ვინც მარხვაზეა, მეორე მათთვის, ვინც ხორცს ჭამს.

ინგრედიენტები

  • 500 გ ფარში
  • 2 დიდი ხახვი
  • 1 ჭიქა წიწიბურა
  • 1 კვერცხი
  • 1 ნიორი
  • ფქვილი
  • მარილი
  • სუნელები გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი
  • ტომატპასტა

მომზადება

  1. გარეცხეთ წიწიბურა და ქვაბში გააშრეთ.
  2. დაასხით 2 ჭიქა წყალი, მოაყარეთ მარილი. მიიყვანეთ ადუღებამდე და კიდევ 15 წთ ხარშეთ. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ წყალი.

  3. სანამ ფარში დნება, გაატარეთ ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში და აურიეთ ფარშს.
  4. დაახალეთ კვერცხი და დაამმატეთ სუნელები გემოვნებით.

  5. შემდეგ დაამატეთ მასა წიწიბურას, მიეცით კატლეტების ფორმა და ამოავლეთ ფქვილში.

     
  6. შეწვით ორივე მხარეს, შემდგ ტომატპასტაში ჩათუშეთ.
წიწიბურას ფაფა თქვენს ფიგურას ფორმაში ამყოფებს. სასარგებლო ნივთიერებები რომლებიც მასშია, თმის და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. გაიმრავალფეროვნეთ რაციონი!

კომენტარის დატოვება