ანჟელა პერლი: თითოეულ ზოდიაქოს დიდი ბედნიერება ელოდება. ყველაფერი 7 მარტს იწყება.

ურანი პროგრესისა და გარდატეხების პლანეტაა, მომავლის სიმბოლო. ის სიძლიერეს გამოხატავს. 2019 წლის 7 მარტიდან ურანი საბოლოოდ გადადის კუროს ნიშანში და 7 წელი, 2016 წლის 26 აპრილამდე იქ დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გავლენა ყველა ზოდიაქოს ნიშანს სერიოზულად შეეხება. ზოგიერთ მათგანს გლობალური სახის ცვლილებები ელის. ურანის კუროში ყოფნა 1 ფრაზით შეიძლება გამოვხატოთ: “აკონტროლე ფული”.

ვერძი
ურანი აქტიურ ვერძებს ფინანსების მხრივ ბევრ შესაძლებლობას მისცემს. უახლოესი 7 წლის მანძილზე სტაბილურ ტალღაზე გადაინაცვლებთ. ახალი პროექტები, ანაზღაურების წყაროს შეცვლა – ამ პერიოდში ბევრი რამაა მოსალოდნელი. პირად ცხოვრებაშიც გარდატეხის დრო დადგება, მაგრამ, დადებითი კუთხით!

კურო
კუროებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი დადგება. გაჩნდება მეტი თავისუფლება, მოგზაურობა, ახალი საქმე. ცვლილებები თქვენს გარეგნულ იერსახესაც შეეხება: იმიჯის შეცვლა, ახალი ვარცხნილობა, ფიგურის კორექცია…

ტყუპები
7 მარტიდანვე ტყუპები არასაჭირო ვალდებულებებს, დანაშაულის გღძნობას, შიშებს და შეზღუდვებს ნელ-ნელა მოიშორებენ. ცვლილებები განვითარედება და წინ წაიწევთ. შესაძლებელია საცხოვრებელის გამოცვლა სამსახურის, სწავლის ან ქორწინების გამო. თქვენს მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს იოგა ან ნებისმიერი სხვა სუნთქვითი პრაქტიკა.

კირჩხიბი
ამ პერიოდში თანამოაზრეებს შეიძენთ. შეგეცვლებათ ნაცნობთა წრე, თქვენს ცხოვრებაში ბევრი ახალი ადამიანი გაჩნდება. შეძლებთ ბევრ მოგზაურობას და ფულის დისტანციით გამომუშავებას. კარგი დროა ონლაინ ბიზნესის შესაქმნელად. ყურადღება გაამახვილეთ კვებაზე და უარი თქვით მავნე ჩვევებზე.

ლომი
ლომს გარდატეხა კარიერული მიმართულებით ელის. შესაძლოა შეიცვალოს მიზანი და პრიორიტეტები. ეს მნიშვნელოვნად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. მომავალი 7 წლის მანძილზე განვითარებული მოვლენები ცნობიერების გაფართოებას და ახალი ცოდნის შეძენას მოემსახურება. შესაძლოა მდგომარეობამ მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო ადგილას მიგიტყუოთ, უცნობი კულტურა გაგაცნოთ და გასწავლოთ ის, რაც ადრე არასასურველად მიგაჩნდათ.

ქალწული
მშვენიერი პერიოდია პრაქტიკული ქალწულისთვის. ბევრს იმოგზაურებთ, შესაძლოა მივლინებები სამსახურმა გამოიწვიოს. კარგი დროა იმისთვის, რომ სწავლება დაიწყოთ. ხოლო მათთვის, ვინც წიგნის დაწერაზე ოცნებობდა, აუცილებლად უნდა შეუდგნენ საქმეს. დიდი ალბათობით ამის რეალიზება და შრომა წარმატებას მოგიტანთ. ჯანმრთელობა არ დაგაღალატებთ.

სასწორი
სასწორებმა ამ პერიოდში ცხოვრების ფუნდამენტი უნდა გამოიცვალონ, განსაკუთრებით ოჯახის, უძრავი ქონების და ფინანსების მიმართულებით. გაჩნდება ახალი ფინანსური მდგომარეობა. ეს ტრანსფორმაციების პერიოდი თქვენს თვალსაწიერს მნიშვნელოვნად გააფართოვებს.

მორიელი
მორიელებს პირადი ხასიათის ცვლილებები ელით: ხელის თხოვნა, ოჯახური ცხოვრების მოწყობა ან ურთიერთობის ახალი ეტაპი. ასევე ურანი დაგეხმარებათ წერტილი დაუსვათ უკვე მკვდარ ურთიერთობებს. შეგეცვლებათ სანაცნობო წრე და სავარაუდოდ ინტერესებიც. კარგი დროა შემოქმედებით სფეროში დაკავებისთვის.

მშვილდოსანი
ცვლილებები მე-6 სახლში განვითარდება – სამუშაოს სახლში. შეგეცვლებათ სამსახურის ყოველდღიური რუტინა, რეჟიმი და გრაფიკი. ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ განწყობაზე და ჯანმრთელობაზე. მშვენიერი დროა დამოკიდებულებებისგან განთავისუფლდეთ და ზედმეტი კილოგრამები დაიკლოთ, წარმატება თქვენს მხარეს იქნება.

თხისრქა
ურანი ყველა მიწის ნიშანს სიურპრიზებს უმზადებს. ისინი უფრო მეტად პოზიტიური იქნება თქვენთვის, ვიდრე სხვა ნიშნებისთვის. მოულოდნელობები შეიძლება დაუკავშირდეს ბავშვების ან შემოქმედების თემას. თუ გუშინ ჯერ კიდევ არ ფიქრობდით მშობლის სტატუსზე, ხვალ მშვენიერი პატარების აღმზრდელი შეიძლება გახდეთ.

მერწყული
ურანი მერწყულის ხედვას შეცვლის გარშემო არსებული ჩვეული ნივთების და მოვლენების მიმართ. ახალი სანაცნობო წრე, ახალი კავშირები, ნათესავებთან ურთიერთობა, ახალი უნარები პირველ პლანზე გადმოვა. შესაძლოა სიტუაციამ მერწყულის ახალი პრაქტიკული ცოდნა მოითხოვოს, შედეგად კი ახალ ავტომობილს, ახალ მეგობრებს, ახალ მოგზაურობას შეიძენთ.

თევზები
მშვენიერი პერიოდია შემეცნებისა და საკუთარი თავის პოვნისთვის. ამ დროის განმავლობაში თევზები ახალ ცოდნას შეიძენენ, ზოგიერთ მათგანს ყოველდღიური გარემო პირობებიც შეეცვლება. შესაძლოა ცვლილებები ახალ სამსახურს ან ახალ საცხოვრებელს დაუკავშირდეს. ზოგიერთი თევზი ამ 7 წლის მანძილზე რამდენიმე ქალაქს და ქვეყანასაც კი შეიცვლის. ეს არ იქნება უბრალოდ სირბილი, ეს იქნება ახალი ცოდნა და შთაბეჭდილებები.

კომენტარის დატოვება