მსგავს პრობლემას ბევრი დიასახლისი აწყდება. ახალ, თეთრ, მსუბუქ და ჰაეროვან წულს გარეცხვის შემდეგ ვეღარ ცნობთ? საიდან ჩნდება არასასიამოვნო დაბურული ფერი და სიძველის ეფექტი?
არსებობს სწორი ხერხი გაექცეთ დელიკატური ქსოვილების დაზიანებას გარეცხვის შემდეგ…
როგორ გავრეცხოთ წული?
იმისთვის, რომ მან ბრწყინვალება შეინარჩუნოს, ყურადღება წყლის ტემპერატურაზე გაამახვილეთ. ის დაახლოებით 30-35 გრადუსამდე უნდა იყოს გამთბარი. უფრო მაღალი ტემპერატურა ქსოვილის სტრუქტურას დაამახინჯებს.
შემდეგი ეტაპი დამარილებაა: დაამატეთ წყლიან ტაშტს ნახევარი კილო მარილი. გააჩერეთ ფარდები ამ ხსნარში ნახევარი საათით. პროცედურის დროს გაქრება ლაქები და წული იდეალურ შეფერილობას მიიღებს. შემდეგ ის წყალში გაავლეთ, ოღონდ ამ მიზნისთვის არა ცხელი, არამედ ცივი ან ოდნავ თბილი წყალი გამოიყენეთ.
საბოლოოდ წული სინთეტიკური ქსოვილებისთვის განკუთვნილი თხევადი საშუალებით გარეცხეთ. უბრალოდ გამდინარე წყალში მოათავსეთ, არაა საჭირო ხელით ხახუნი.
ასევე, წულისთვის ძველი ბრწყინვალების დასაბრუნებლად, ცივ წყალში ძმარი ჩაასხით, პროპორციით 1 სუფრის კოვზი თითო ლიტრზე.