კევინ ფუნგის ზუსტი პროგნოზი 2022 წლისთვის: ჩინური ახალი წელი ახალ გამოწვევებს გვპირდება.

ცოტა ხნის წინ, ჩინური ახალი წელი დადგა. სწორედ 5 თებერვლიდან შემოვიდა ოფიციალურად ყვითელი ღორის წელი და ახალი ციკლი დაიწყო. ცნობილი ჩნელი ასტროლოგი კევინ ფუგი პროგნოზს გვიზიარებს.

ვირთხა
მათთვის ეს წელი წარმატებული იქნება. თუ მიზანს დაისახავთ და მის მისაღწევად იშრომებთ, აუცილებლად აგისრულდებათ. ერთ საქმეში წარმატება ცხოვრების ყველა სფეროზე მოახდენს გავლენს. გათავისუფლდით საქმისგან, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა. ამის წყალობით დაამყარებთ წესრიგს და ახალ ფურცელზე ბედიც გაგიღიმებთ.

ხარი
მათთვის ეს წელი დადებითი მოვლენებით იქნება სავსე, მაგრამ სჯობს ფხიზლად იყვნენ. შესაძლოა ახლობლებთან მოულოდნელი უსიამოვნებები გადაგხდეთ. პატარა კამათსაც კი შეუძლია წონასწორობა დაგაკარგინოთ. ხარებმა მიზანდასახულობა და სიჯიუტე უნდა გამოიჩინონ. ყველა მათ წამოწყებულ საქმეს წარმატების პოტენციალი აქვს, მაგრამ ძალისხმევა უნდა გაიღოთ. დაჯილდოვდება ის, ვინც ბევრს ეცადა.

ვეფხვი
ვეფხვებს თავიანთი ხასიათის წყაობით დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ. საქმის იდეალურობამდე მიყვანის მცდელობამ შესაძლოა საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლო ადამიანები მხარდაჭერა. 2022 წელი საკმარისად წარმატებული იქნება. უბრალოდ გაექეცით ზედმეტად მაცდურ წინადადებებს, თუნდაც ახლობლებისგან.

კურდღელი
მათთვის წლის დასაწყისი საკმარისად მშვიდი და უშფოთველი იქნება, სამაგიეროდ წლის შუაში იგრძნობენ ენერგიის საოცარ მოზღვავებას. გონივრულად მიმართეთ ის გეგმების რეალიზებისკენ. თუ ძალებს სწორად გაანაწილებთ, ცხოვრების ბევრ სფეროში მიაღწევთ წარმატებას. ამ წელს კურდღლის მუშაობა დაფასდება. ესაა დრო როცა ინიციატივა თავად უნდა აიღოთ და გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეს ეხება არამხოლოდ სამსახურს, არამედ პირად ცხოვრებას. გააუმჯობესებთ არსებულ ურთიერთობას ან იპოვნით მეორე ნახევარს, თუ შეუპოვარი იქნებით.

დრაკონი
საქმიან დრაკონს ამ წელს ექსტრემის შეგრძნება მოუნდება. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. მოგზაურობა და ექსტრემალური სიტუაციები დადებითად იმოქმედებს თქვენზე. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ ოჯახზე ზრუნვა. დრაკონები როგორც ყოველთვის, ბევრს იშრომებენ ამიტომაც აუცილებლად უნდა მიხედონ ჯანმრთელობას. ძალების ნაკლებობა შესაძლოა განწყობაზე აისახოს. სასურველია ნორმაში შემოდგომაზე ჩადგეთ, ამიტომაც ზაფხულში გარკვეული დრო დასვენებას მოახმარეთ.

გველი
მათთვის ეს წელი გარდამტეხი იქნება. მათ ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროში ელით. პრინციპში, მათი უმრავლესობა დადებითად იმოქმედებს და მნიშვნელოვანია არ დაკარგოთ კარგი დამოკიდებულება მეგობრებთან, რადგანაც აღდგენა რთული იქნება. გველებისთვის არაა რთული სირთულეებსა და გამოწვევებს შეეჭიდონ. ამიტომაც სერიოზული პრობლემები თავს არ იჩენს.

ცხენი
ცხენებს ამ წელს კარიერული წინსვლა და საქმეებში წარმატება ელით. სჯობს დრო სწორედ სამსახურს დაუთმონ. თუ ამ სფეროში დიდ ენერგიასა და დროს ჩადებენ, კარგ შედეგს გამოიღებენ. შემოსავლების გაზრდის მიუხედავად, ფულთან ფრთხილი დამოკიდებულება უნდა იქონიოთ. არაა საჭირო ბევრის ხარჯვა, რადგანაც ვალებამდე და პრობლემებამდე მიგიყვანთ. არ დაგავიწყდეთ ახლობლებისგან რჩევების მიღება, რადგანაც წარმატებამდე მიგიყვანენ.

თხა
მათ ამ წელს ყველაფერი გამოუვათ სულელური კაპრიზების გარდა. სამსახურში ტაშს დაგიკრავენ პატარა ჩავარდნების მიუხედავადაც. ყველაფერი ისე დალაგდება რომ ან თვალებს დახუჭავენ ან ვერ შენიშნავენ. მაგრამ, კაპრიზებს ეს წელი არ გაპატიებთ. თუ ცხვირს აიბზუებთ, შესაძლოა მნიშვნელოვან რამეს გამოეთხოვოთ. თხების მეორე მტერი სიზარმაცე იქნება. თამამად გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებიც თქვენს წინაშეა.

მაიმუნი
მაიმუნებისთვის წელს ნებისმიერი ავანტიურა ცუდად დასრულდება. ამიტომაც იყავით ფრთხილად განსაკუთრებით იმ ყველაფრის მიმართ, რაც ფინანსებს ეხებათ. ყურადღება უნდა გაამახვილოთ ახალ ნაცნობებზე. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ერთგული მეგობარი გახდეს, რომელსაც დიდხანს ეძებდით. ზოგადად, დაუგეგმავმა ნაცნობობამ შეიძლება მოულოდნელი შედეგი გამოიღოს. დიდია შანსი შეხვდეთ ახალ სიყვარულს და სერიოზული ურთიერთობა განავითაროთ.

მამალი
მათთვის ეს ოქროს წელია. გელით კოლოსალური წარმატება ფინანსურ საქმეებში, მთავარია შანსი არ გაუშვათ ხელიდან. გაზაფხულსა და ზაფხულში მგზავრობები გელით, რომლებიც სამუშაოზე დადებით შედეგს გამოიღებს. სამსახურშ ყველაფერი მშვენივრად იქნება, ერთადერთი შესაძლოა ურთიერთობაში წარმოიშვას სირთულე. იყავით მზრუნველი და არ გაბრაზდეთ თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. შესაძლოა უსიამოვნებები დაუფიქრებლობამ უფრო გაამწვავოს. იყავით ფრთხილად ოჯახთან და მეგობრებთან.

ძაღლი
მათთვის ეს არც ისე მარტივი წელია. წარმატების მისაღწევად ბევრი უნდა იმუშაოთ. შედეგი ყველაზე შესამჩნევი იქნება ჯგუფური მუშაობისას. რთული, მაგრამ პროდუქტიული ცვლილებები გელით, მიიღეთ მოთმინებით. ასევე ძაღლებმა საკუთარ თავზე უნდა იზრუნონ. პირველ რიგში ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე. არ დაივიწყოთ მოვლა სარგებელს გამოიტანს.

ღორი
ღორი წლის დიასახლისია, ასე რომ მათ ოქროს პერიოდი დაუდგებათ. შემდეგი 12 თვის მანძილზე შეძლებთ მიიღთ ცხოვრებისგან ყველაფერი, რაც გსურთ და რასაც ცდილობთ. ღორებს ყველა სფეროში გაუმართლებთ. თუ ადრე საქმე წინ არ მიდოდა, ახლა ყველაფერი გადაწყდება და შედეგს უცებ დაინახავთ. საუკეთესო დროა ჩაფიქრებული გეგმები განახორციელოთ. სირთულეები გელით, მაგრამ საყვარელი ადამიანი მხარს დაგიჭერთ.

კომენტარის დატოვება