ვხარშავ კარტოფილს, ვჭრი სალიამის, შემდეგ ვახვევ – 20 წუთი გაზქურაში და თითებს ჩაიკვნეტთ!

როცა მაცივარს აღებთ და გუშინდელ პიურეს, ყველის ნაჭერს და ცოტაოდენ სალიამის ხედავთ, ფარ-ხმალს ნუ დაყრით, შეგიძლიათ ეს ტრიო პიკანტურ კერძად აქციოთ.

ინგრედიენტები
  • 1,5 კგ კარტოფილი
  • 0,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 150–200 გ სალიამი
  • 150 გ ყველი
  • 1,5 ჩ.კ. ორეგანო
  • 1 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. ხმელი რეჰანი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

მოხარშეთ გასუფთავებული კარტოფილი, გააკეთეთ პიურე და გამოიყენეთ უკვე გასუფთავებული პიურე.

მოაყარეთ პიურეს მარილი, პილპილი, ორეგანო, რეჰანი, ნივრის ფხვნილი, კვერცხი და ფქვილი. საგულდაგულოდ აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

წვრილ ნაჭრებად დაჭერით სალიამი, დააწყვეთ პერგამენტის ქაღალდზე, ზევიდან კარტოფილის პიურეთი დაფარეთ.

წვრილად დაჭერით ყველი და დააწყვეთ პიურეზე, ისე რომ მთლიანად დაფაროთ.

შემდეგ მთლიანად როლის მსგავსად გადაატრიალეთ, დატოვეთ პერგამენტის ქაღალდში გამოცხობისას. მიკროტალღური ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ და კერძი 20 წუთით მოათავსეთ.

ეს ორიგინალური მზა კერძი  შეგიძლიათ მწვანილით, პომიდვრით ან საყვარელი სოუსით მორთოთ.

იმისთვის, რომ მისი მომზადება უფრო გაგიმარტივდეთ, უყურეთ ვიდეოს:

კარტოფილის და ძეხვის რულეტი მოუხდება როგორც რიგით ვახშამს, ისე სადღესასწაულო სუფრას. ის ყოველთვის დიდი პოპულარობით ისარგებლებს სტუმრებში.