შეუძლია თქვენს ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვროს, რა ბედი გელით? ხშირად ადამიანები საყვარელ ადამიანთან ასტროლოგიურ შეთავსებას იკვლევენ, რათა დაადგინონ შეეფერებიან თუ არა ერთმანეთს. საკუთარი დაბადების დღე იმასაც მიუთითებს, გაქვთ თუ არა შანსი მდიდარი და ცნობილი გახდეთ.
სოციალური მეცნიერებების კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე დაიბადნენ, ყველაზე დიდი პოტენციალი აქვთ ცნობილები გახდნენ.
ექსპერიმენტი 2013 წელს ჩაატარეს და საკვლევად სხვდასხვა სფეროს 100 ცნობილი სახე შეარჩიეს: მომღერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები, ჰუმანიტარები, მეცნიერები თუ არტისტები. მათი 60 % ცოცხალ ადამიანებს შეადგენდნენ.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი მერწყულის ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული. შედეგი არ შეცვლილა არც მაშინ, როცა სია 300-მდე გაზარდეს. მერწყულები სხვა ზოდიაქოს ნიშნებს შესამჩნევად ჯობდნენ.
მეორე და მესამე ადგილები ლომმა და მორიელმა დაიკავეს.
პოპულარობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ მშვილდოსნებსა და კუროებს.