ვერძი
თქვენთვის მუდამ დაკავებულ რეჟიმში ყოფნა ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველდღიურად გეგმებს უამრავი საქმითა და დავალებით ივსებთ და მათი შესრულება სრულიადაც არ გეზარებათ.
თუმცა, ასეთი რეჟიმით ცხოვრება და ერთი და იგივეს კეთება მოსაწყენი ხდება და საბოლოოდ ისინი თქვენთვის მოსაწყენიცაა, რაც მათი გაკეთების დაზარებას იწვევს. შეცვალეთ ცხოვრებისადმი მიდგომა და ყოველდღიურ გეგმებში ცვლილებები შეიტანეთ, მრავალფეროვნება სიზარმაცეს სრულიად დაგავიწყებთ.
კურო
თქვენთვის 1 წუთიანი შესვენების აღებაც კი სრულიად მოტივაციისგან დაცლას ნიშნავს. სანამ შესვენებას გადაწყვეტთ, დაფიქრდით და იპოვეთ ისეთი საქმეები, რომლებსაც 2 წუთი სჭირდება მოსაგვარებლად და მხოლოდ მათი გაკეთების შემდეგ დაისვენეთ.
მოტივაციის შენარჩუნება ყველაფრის ცალ ცალკე გაკეთებით უფრო გაგიმარტივდებათ და დასვენების საყვარელ წუთებსაც არ მოიკლებთ.
ტყუპი
გულახდილად თუ შევაფასებთ, თქვენთვის ცხოვრებაში ყველაფერი გასართობი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად მოგბეზრდებათ. გრძელი დავალებების სია დანახვისთანავე გიკარგავთ მოტივაციას.
ეცადეთ მუშაობის დროს მუსიკას მოუსმინოთ და ასე გაიხალისოთ თავი, ან პატარ–პატარა საქმეების გაკეთებისთვის საკუთარი თავი მცირედი საჩუქრებით გაანებივროთ. აქციეთ საქმე მხიარულ პროცესად და არასდროს დაკარგავთ მოტივაციას.
კირჩხიბი
კირჩხიბი იმ ადამიანების სიას მიეკუთვნება, რომლებიც ერთ პატარა პრობლემასაც კი განუსაზღვრელ დროსა და ენერგიას ახარჯავენ. ამის გამო ზედმეტად ისტრესავთ თავს და როდესაც მოსაწყენ საქმეს გავალებენ, საერთოდ გიქრებათ მოტივაცია.
მოწყენასა და სიზარმაცესთან ბრძოლა თქვენთვის საკმაოდ მარტივია. უბრალოდ არ მისცეთ თავს დაღლის საშუალება და იქამდე შეისვენეთ, სანამ ბოლომდე გამოიფიტებით. ასე მოქცევის შემთხვევაში, ყოველი ახალი სტარტი თქვენთვის მოტივაციით იქნება სავსე.
ლომი
თქვენთვის მოტივაციის პოვნა სრულიად მარტივ საქმეს წარმოადგენს და ყოველთვის აქტიურობით გამოირჩევით. კონტროლის მოყვარული ნიშანი დადებითი განწყობის მიუხედავად, შესაძლოა სიზარმაცის პერიოდში ქაოსში ჩაიძიროს, რადგან მათთვის გასაკონტროლებელი არაფერია ამ დროს. სწორედ ამიტომ, მთავარია მოტივაციის წყარო მალევე იპოვოთ.
დაიწყეთ ყველაზე რთული დავალებებიდან და შემდეგ გააგრძელეთ მარტივი საქმეების შესრულება. დიდი პროექტის დასრულება საკმარის მოტივაციას მოგცემთ ნებისმიერი პატარა პრობლემის გადასაჭრელად.
ქალწული
თქვენთვის ყველაზე ცუდი შეგრძნება სწორედ სიზარმაცის გამოცდაა. ორგანიზებულობისა და მოტივაციის ღმერთი ნიშანი, რომელსაც ყველაფრის თავში ყოფნა უყვარს, მთავარია არ გაჩერდეს.
დააყენეთ საათის საზომი, გაწერეთ გეგმების შესასრულებლად ზუსტი დროები და მათ გრძელ სიას ისეთი მოტივაციით შეასრულებთ, რომ ამას ვერც კი გააცნობიერებთ ბოლო წუთამდე.
სასწორი
თქვენთვის უგუნებობა და სიზარმაცე ყველაზე საშიშია. მოტივაციის დაკარგვის შემთხვევაში შესაძლოა რამდენიმე კვირა სრულიად უაზროდ გაატაროთ. თქვენთვის მთავარია ხელის შემშლელი ფაქტორები ჩამოიშოროთ ყოველდღიურობიდან.
დატოვეთ მობილური მეორე ოთახში, იმუშავეთ მეგობრებთან ერთად ან გადაინაცვლეთ ოფისის შუა ოთახში, სადაც თქვენი არასაჭირო საქმეზე მოცდენა ყველასთვის შესამჩნევი იქნება. თქვენი მოტივაცია იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დონით და წარმატებით გადაწყვეტთ მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრაციას.
მორიელი
სასწორისგან განსხვავებით, თქვენ სრულიად საპირისპირო პრობლემა გექმნებათ. გონება ათას რამეზე ფიქრს ამჯობინებს ერთ საქმეზე კონცენტრირების საჭიროების დროს და ეს თქვენთვის ძალიან ბუნებრივი ხასიათის დეტალია.
უყურეთ საყვარელი შოუს ერთ სერიას, ან დაათვალიერეთ ფეისბუქი ცოტახნით, შეასრულეთ ყველა ის მოკლე ქმედება, რაც ტვინს გიღრღნით. ამის შემდეგ, უსაზღვროდ დიდი მოტივაციით აღივსებით და უამრავი იდეა გაგიჩნდებათ საქმეების შესასრულებლად.
მშვილდოსანი
თქვენ ყოველთვის ახერხებთ ირგვლივ ისეთი მეგობრების შემოკრებას, რომლებსაც თქვენი იდეალურად ესმით და სოციალური წრის საშუალებით უდიდესი პოზიტივის მიღებას ახერხებთ. ასეთი ცხოვრების წესი გამო, მარტო რაიმე საქმის კეთება თქვენთვის ყოველთვის მოსაწყენი და დამღლელი იქნება, რაც სიზარმაცეს იწვევს.
მიიწვიეთ თქვენთან ისეთი ვინმე, ვინც კარგად გიცნობთ და ზუსტად იცის, ხასიათის გამოსწორებისთვის რა გჭირდებათ. სოციალური ინტერაქცია მოტივაციის ყველაზე დიდ შემავსებელ წყაროს წარმოადგენს თქვენთვის. გაატარეთ ცოტაოდენი დრო მეგობრებთან ერთად მანამ, სანამ მუშაობის სურვილით არ აღივსებით.
თხის რქა
თქვენთვის ყოველდღე ახალ–ახალი დავალებების შესრულება და უამრავი პროექტის ერთდროულად წარმართვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც თქვენ სიზარმაცეს ამჟღავნებთ, ეს ყველასთვის უდიდეს საოცრებას წარმოადგენს.
ასეთ დროს უნდა დაფიქრდეთ, რომელ საქმეში ხართ ყველაზე გამოცდილი და საუკეთესო. დაიწყეთ სწორედ ასეთი პრობლემის გადაწყვეტით და მისი სწრაფი და ეფექტური აღსრულება სხვა საქმეების შესასრულებელ მოტივაციას აუცილებლად მოგცემთ.
მერწყული
თქვენთვის სიზარმაცე და მის მიერ გამოწვეული არაპროდუქტიული პერიოდი გართობათ ითვლება. შესაძლოა მისგან თავი ერთ საათში დაიხსნათ, ან რამდენიმე უსაქმური დღის შემდეგ.
როდესაც თავს ასეთ სიტუაციაში გამოიჭერთ, მაშინვე დაისახეთ მოკლევადიანი გეგმა რომელიმე მარტივი საქმის შესასრულებლად. თქვენთვის მთავარია რამდენიმე წუთით მაინც მოწყდეთ სიზარმაცეს და შემდეგ მოტივაციის გაქრობა აღარ გემუქრებათ.
თევზები
თქვენთვის სიზარმაცე ყველაზე ნაცნობ მდგომარეობას წარმოადგენს. საყვარელი სერიალის ყურება, ლოგინში წოლის კომფორტი და კიდევ უამრავი მიზეზის მოგონება არასდროს გბეზრდებათ. თუმცა, ამასთან საბრძოლველად მარტივი გამოსავალი არსებობს.
ნუ დატვირთავთ თქვენს თავს ერთდროულად რამდენიმე დავალებით, მიჰყევით ყველაფერს თანმიმდევრობით და რაც მთავარია, იმუშავეთ მოწესრიგებულ გარემოში. დალაგებული ოთახი და თუნდაც იდეალურად მოწესრიგებული სამაგიდო ნივთები თქვენს წინ აუცილებლად შეგიქმნით დადებით განწყობას, რაც მოტივაციით აღგავსებთ.