როცა გსურთ სწრაფი და ნოყიერი კერძი მოამზადოთ, ხშირად გაყინულ ხორცს მიმართავთ, განსაკუთრებით ქათამს. უკვე მივეჩვიეთ ვიყიდოთ ფრინველის სხვადასხვა ნაწილი: მკერდი, ბარკალი, ფრთები და აშ. სინამდვილეში, იმისთვის, რომ ხორცზე ეკონომია გავაკეთოთ, მთლიანი ქათამი უნდა ვიყიდოთ! წარმოგიდგენთ ხერხებს, როგორ გავჭრათ ის სწორად და გავყინოთ.
ეს ხერხი საშუალებას მოგცემთ ქათამი მთლიანად გამოიყენოთ და მისგან მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობის კერძი მოამზადოთ. თვენ დაზოგავთ არამხოლოდ საოჯახო ბიუჯეტს, არამედ დროსაც, დახარჯულს ბაზრობაზე. იყიდეთ 4 ქათამი, ღორის ხორცის ნაჭერი და ხორცი შემდეგნაირად გაანაწილეთ.
- ქათამს ფრთები და წვივები მოაჭერით, სულ 8 ნაწილი ერთისაც და მეორესაც. ამგვარად ორჯერ ივახშმებთ და ორჯერ ისადილებთ.
- მკერდისგან ფილე დაჭერით და გაყინეთ. სულ 16 ნაწილი უნდა გამოვიდეს.
- დარჩენილი ხორცი დაჭერით ძვლებიანად და ღოსი ხორცთან ერთად ფარშად აქციეთ, რომლის ნახევარსაც ბოსტნეულსა და ბრინჯში დაამატებთ. გაახვიეთ კომბოსტოში, გუფთის ფორმა მიეცით და გაყინეთ.
- დარჩენილი ფარშით გუნდები გააკეთეთ სუპისთვის, დაამატეთ პური და კარტოფილი, მოზილეთ კატლეტები.
- ძვლები მოხარშეთ, ბულიონი ჭიქებში ჩაასხით, გაყინეთ და სუპებისთვის გამოიყენეთ.
როგორც ხედავთ, ყველაფერი მარტივია! ხორცის მოსამზადებელი ხელსაყრელი მეთოდი განგათავისუფლებთ ყოველდღიური ფიქრისგან, რა მოამზადოთ ვახშამზე.