თუ სიმაღლის პრობლემა გაქვთ და ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესი იქნებოდა თუ 20 სანტიმეტრით მაღალი იქნებოდით, გთავაზობთ 10 მტკიცებულებას, რომ ეს ასე არ არის.
არც ისე ცუდია იყო 165 სანტიმეტრი და ბუნებამ ნამდვილად არ დაგჩაგრათ. პირიქით, იქნებ ბევრი უპირატესობაც კი გაქვთ მაღლებთან შედარებით.
1. დაბალი გოგონები მეტად მოსწონთ მამაკაცებს
ერთერთი ბრიტანული ორგანიზაციის კვლევით, 151-165 სანტიმეტრი სიმაღლის ქალები უფრო მარტივად თხოვდებიან, ხდებიან დედები და მეტად ბედნიერები არიან საკუთარი ცხოვრებით.
2. ადვილია მატარებელში და თვითმფრინავში დაძინება
ნაკლები სიმაღლე – ნაკლები პრობლემა. ადგილს ადვილად იპოვით დასაძინებლად.
3. ტანსაცმელს ადვილად იყიდით
წარმოიდგინეთ, რამდენი მაღაზია უნდა შემოიაროს მაღალმა ადამიანმა, სანამ სასურველ ზომას იპოვის. თქვენ კი ბავშვების მაღაზიაშიც კი შეგიძლიათ იპოვოთ სასურველი ტანსაცმელი.
4. ფაქტობრივად არ არსებობს შანსი, რომ თქვენზე დაბალი მამაკაცი შეგიყვარდებათ.
5. თქვენთვის ადვილია სახლის დალაგება.
6. ადამიანები უფრო ხშირად გეხუტებიან
მიზეზი ისაა, რომ სხვებისთვის თქვენ უფრო საყვარლად გამოიყურებით, ვიდრე მაღლები.
7. ნაკლებია კიბოთი დაავადების რისკი
კვლევებმა აჩვენა, რომ დაბალი ადამიანები უფრო იშვიათად უჩივიან მკერდის, კანის და ნაწლავების სიმსივნეს. ზოგადად, ყოველი 10 სანტიმეტრი 13%-ით ზრდის ამ დაავადებების განვითარების რისკს.
8. ჯგუფურ ფოტოებში წინა რიგში დგახართ
წარმოიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობა გაქვთ ადამიანებს დაამახსოვროთ თავი. ყველა სამახსოვრო ფოტოში ხომ წინ დგახართ.