ქათმის მარინადი მდოგვით, წარმატებით გაკეთების შემთხვევაში, კულინარიული თამაშების წესებს სამუდამოდ შეცვლის….
წარმოიდგინეთ, რომ ცნობილი შეფ-მზარეული მნიშვნელოვან საიდუმლოს გიმხელთ. რამდენიმე ყოველდღიური პროდუქტის შერევით ჩვეულებრივ ქათამს შედევრად გარდაქმნით:
იმისთვის რომ ქათამი წვნიანი და ჰაეროვანი იყოს, იდეალური ჭურჭელი უნდა აარჩიოთ: კერამიკის ან შუშის, რადგანაც არ უნდა იჟანგებოდეს.
არ გირჩევთ ალუმინის ჭურჭელს, ის ხორცს არასასიამოვნო გემოს მისცემს. ჭურჭლის ზომაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ქათამი მასში მთლიანად უნდა ეტეოდეს და მაღლა ადგილიც კი უნდა დაგრჩეთ.
ქათამი ღორის ხორცზე სწრაფად მზადდება. ნაჭრები წნევის ქვეშ 2-3 საათი გააჩერეთ.
- მთლიანი ქათმის დამწნილებას მთელი ღამე სჭირდება.
- ფილე, მკერდი და ფრთები 1-2სთ
- წვივები, თეძოები — 2–4 სთ
ეს ზოგადი რჩევებია, მაგრამ პრაქტიკის მიხედვით, სჯობს მთელი ხორცი მაცივარში მთელი ღამე დატოვოთ.
ინგრედიენტები
- 1 კგ ქათმის ფილე
- 0,5 ჭიქა კეფირი
- 0,5 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
- წითელი დაფქული პილპილი
- შავი დაფქული პილპილი
- 0,5 ჩ.კ. კარი
- 1 ჩ.კ. წიწაკა
- მარილი
- 1 ჩ.კ. დიჟონური მდოგვი
მომზადება
- აიღეთ ღრმა თეფში, ჩაასხით კეფირი, დაამატეთ წიწაკა და პილპილი, მარილი და მდოგვი, ნიორი და კარი. აურიეთ ყველაფერი.
- ხორცი მარინადში მოათავსეთ. დაახურეთ ჭურჭელს თავზე და დაადეთ ქვა ან მსგავსი სიმძიმე.
- შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე, შემდეგ მოამზადეთ ჩვეულებრივი მეთოდით.
შეგიძლიათ მარინადისთვის ინგრედიენტები გაამრავალფეროვნოთ. მაგალითად დაამატოთ ქურქუმა, რომელიც ხორცს უფრო გემრიელს გახდის.
გემო და არომატი უფრო კარგი გახდება თუ კეფირს დაუმატებთ: პიტნას, ქინძს, სალბს, როზმარინს, თავშავას და რეჰანს.
თუ გაყინული ხორცი იყიდეთ და მისი დამწნილება გსურთ, არ დაელოდოთ გალღობას, პირდაპირ დაასხით კეფირის ნარევი.
- ეს მარინადი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სახეობის ხორცისთვისაც, თევზის გარდა.
- დამწნილებული ხორცის მომზადების ფორმა თქვენი არჩევანია, მაგრამ ყველაზე ხშირად აცხობენ.