აი, რატომ გამოიყენება “ზელიონკა” მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.

სპირტის ხსნარი “ბრილიანტის მწვანე” ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგანაც მისი მეშვეობით ჯერ კიდევ ახალდაბადებულ ბავშვს ვურჩენთ ინფექციის კვალს.

ის საშინაო აფთიაქში ყოველთვის მოიპოვება. სასწაულებრივი საშუალება ნებისმიერ გამონაყარს, ჭრილობას, ნაკაწრს შველის.

როგორ ჩამოვიბანოთ “ბრილიანტის მწვანე”

ის ძვირი არაა და თან ანტისეპტიკური საშუალებაა, მაგრამ თუ კანზე წავისმევთ ან შემთხვევით იატაკზე დაგვესხმება, ლაქა დიდიხანს დაგვამახსოვრებს თავს.

სინამდვილეში მისი მშორება არც ისე რთულია, როგორც ჩანს. ეფექტური საშუალებები არსებობს, უბრალოდ ოპტიმალური ვარიანტი უნდა აარჩიოთ და სწორად გამოიყენოთ.

როგორ მოვიშოროთ კანიდან
როცა მისით დამუშავებული ჭრილობა ხორცდება, ფიქრობთ რა უყოთ სიმწვანეს. შეგიძლიათ არც არაფერი მოიმოქმედოთ. ადამიანის კანი რეგულარულ განახლებას ახორციელებს და ლაქაც ადრე თუ გვიან გაქრება.შეგიძლიათ ისარგებლოთ მათეთრებლით.

აიღეთ ბამბა და ცოტაოდენი საშუალება დაასხით. მოიწმინდეთ ბრილიანტის მწვანით შეღებილი ადგილი და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.ქლორზე ალერგიის მქონე ადამიანებმა სპირტი ან ნებისმიერი ალკოჰოლი უნდა გამოიყენონ. დაასველეთ ბამბა მათში და გაისუფთავეთ გამწვანებული ადგილი. ეს მეთოდი ყველა მარტივი და უნივერსალურია, მაგრამ მშრალ და მგრძნობიარე კანს არ გამოადგება.

ბავშვის მგრძნობიარე კანის შემთხვევაში ხელსახოცი დაგჭირდებათ, რომელსაც წყალბადის ზეჟანგში ან ქლორგექსიდინში დაასველებთ. ეს პრეპარატები უსაფრთხოდ მოქმედებენ.

როგორ გავისუფთაოთ კანი ჩუტყვავილას შემდეგ
გამოცდილი ხერხია გამოიყენოთ ცხიმიანი კრემი, სჯობს საბავშვო. მას გვერდითი ეფექტები არ აქვს, არ იწვევს სიწითლეს და ალერგიას, კარგად ჩამოიბანება საპნით. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე მცირე ინტერვალით.

როგორ გავასუფთაოთ ავეჯი
ბოთლთან არაფრთხილი დამოკიდებულების შედეგად, შეიძლება ავეჯიც მწვანედ შეგვეღებოს. ამ შემთხვევაში ის თავისით ნამდვილად არ გაქრება. უნდა იმოქმედოთ.საუკეთესო საშუალებაა გამათეთრებელი. დაადეთ ის ლაქას და დატოვეთ 5-10 წთ.

შემდეგ აიღებთ ჯაგრისი ან ღრუბელი და გაწმინდეთ ლაქა.თუ მათეთრებელი არ გაქვთ, სპირტით დატენიანებული ხელსახოცი გამოიყენეთ. ავეჯზე, რომელიც ლაკითაა დამუშავებული, მწვანე ლაქას ჩვეულებრივი საშლელითაც გააქრობთ. კონკრეტული ადგილი წინასწარ სველი ხელსახოცით დაამუშავეთ.

თუ რბილ ავეჯზე დაგესხათ, ლაქების ამომყვანი გამოიყენეთ. შემდეგ სველი მაგიდის საწმენდით გაასუფთავეთ და ნახევარი საათით დატოვეთ, შემდეგ მორეცხეთ.

როგორ ამოვიყვანოთ სიმწვანე იატაკიდან
პირველ რიგში აიღეთ მშრალი საწმენდი ან ქაღალდი და ზედმეტი სითხე მოაშორეთ. ამასთან, გვერდებზე არ გაგივრცელდეთ. შემდეგ ცოტაოდენ წყალში გახსენით თხევადი საპონი, სარეცხი ფხვნილი ან ჭურჭლის სარეცხი საშუალება და მწვანე ლაქა მიღებული ხსნარით საგულდაგულოდ გაწმინდეთ.თუ სიმწვანე მთლიანად არ გაქრება, ღრუბელზე ლაქების მოსაშორებელი საშუალება დაასხით და 10-15 წთ დატოვეთ. ის გაშრება და სხველი ხელსახოცით მთლიანად ჩამოშორდება.

როგორ ამოვიყვანოთ ტანსაცმლიდან
თუ ჯინსზე დაგესხათ, განუზავებელი აცეტონით გაჟღინთეთ. შემდეგ გარეცხეთ. ლაქას მოაშორებთ მტკიცე ნაჭერით.თუ ბრილიანტის მწვანე თეთრ ქსოვილზე მოხვდა, აიღეთ ბამბა, დაასველეთ წყალბადის ზეჟანგში და ლაქა გაჟღინთეთ. 10 წთ-ის შემდეგ გარეცხეთ თბილ წყალში დიდი რაოდენობის სარეცხი ფხვნილით.

კომენტარის დატოვება