ამ ავოკადოს სალათს მაიონეზი არ ჭირდება, მაგრამ მაინც უგემრიელესი გამოდის.

სალათი “ახალგაზრდობა” ჯანსაღი კვების მოყვარულ ადამიანებში ძალიან პოპულარულია. მისი სახელი გამართლებულია: ის წმენდს ორგანიზმს, გამოდევნის ტოქსინებს და აახაალგაზრდავებს. რაც მთავარია, ანაყრებს და ფიგურას არ ავნებს!

სალათის ერთ პორციაში მხოლოდ და მხოლოდ 450 კალორია, 41გ სასარგებლო ცხიმი, 12 გ ნახშირწყალი და 10გ ცხიმია.ასევე დიდი რაოდენობით ვიტამინები და მინერალები, რომლებიც საჭიროა კანის, თმის, ფრჩხილების სილამაზისთვის. ცალკე უნდა მოვიხსენიოთ ავოკადო, რომელიც ომეგა 3-სა და ვიტამინების ნამდვილი წყაროა. ის აუმჯობესებს მხედველობას, აძლიერებს იმუნიტეტს, გეხმარებათ ზედმეტი წონისგან განთავისუფლებაში და აშ.

ინგრედიენტები

ავოკადო 50გ

კიტრი 100გ

პომიდორი 1ც

ყველი ფეტა 50გ

კამა 10გ

ზეითუნის ზეთი 1ს.კ

სეზამი 2ჩ.კ

სელის მარცვლები 2 ჩ.კ.

გოგრის მარცვლები 1ს.კ.

შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

მწიფე ავოკადო გაყავით შუაზე, გამოაცალეთ ფული. ერთი მხარე გაასუფთავეთ ქერქისგან და დაჭერით კუბიკებად, მეორე დაიტოვეთ მეორე დღისთვის.

მოათავსეთ ავოკადო ღრმა თეფშში. ყველი, კიტრი და პომიდორი ასევე კუბიკებად დაჭერით და ავოკადოს დაუმატეთ.

სალათში მოათავსეთ გოგრის, სეზამის და სელის მარცვლები,დ აჭყლეტილი კამა და მოასხით ზეითუნის ზეთი. აურიეთ სალათი და ისიამოვნეთ.

შეამჩნევდით, რომ სალათში მარილი არაა, ეს იმიტომ, რომ ყველი ფეტა თავის მხრივ მარილიანია და აღარაა საჭირო თავი ზედმეტად გადაიტვირთოთ. შეგიძლიათ ლიმნის წვენიც დაასხათ. ამ სალათის მირთმევა რეკომენდირებულია ყოველდღე, განსაკუთრებით სადილზე და ვახშამზე, რათა ორგანიზმი საათივით აწყობილად მუშაობდეს!

კომენტარის დატოვება