რეცეპტი ორცხობილა “კატისებრი ენა”: 4 ინგრედიენტი და 20 წუთში ფრანგულ შედევრს მოამზადებთ.

კულინარიაში ხანდახან ნამდვილ საიდუმლოებებს ვაწყდებით – უამრავი რეცეპტი არსებობს, რომელთა წარმოშობაც დღეს უცნობია. კვლევებიც კი ვერ ცხადყოფენ თუ ვინ მოიგონა ის პირველად.

ეს ეხება ფრანგულ ორცხობილასაც “კატისებრი ენა”. მსუბუქი დესერტი უამრავი საიდუმლოთია მოცული და სავარაუდოდ პარიზში ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ამზადებდნენ. მარტივი რეცეპტი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტები საშუალებას მოგცემთ ოჯახს ფრანგული ისტორიის მატარებელი ნამცხვარი მოუმზადოთ.

ინგრედიენტები

მცენარეული კარაქი 100გ

შაქრის პუდრა 100გ

კვერცხის ცილა 3ც

ხორბლის ფქვილი 100გ

მომზადება

მიქსერის მეშვეობით დაადნეთ კარაქი და შაქრის პუდრასთან ერთად ერთიან მასამდე მიიყვანეთ. ნელ-ნელა დაამატეთ ცილა და ფქვილი და მიიღებთ ცომს, რომელიც კექსის ცომს მოგაგონებთ.

ბისკვიტის მასას წვრილი ხაზების ფორმა მიეცით და ღუმელში ერთმანეთთან 5 სმ-ის დაშორებით დაალაგეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10 წთ-ის მანძილზე. მზა ორცხობილა შაქრის პუდრით მორთეთ.

შეგიძლიათ ორცხობილა შოკოლადშიც ამოავლოთ, ასე აკეთებენ გერმანიაში.