ჩემი მეგობარი 15 წელია ალკოჰოლზე დამოკიდებულებით ცხოვრობს. მას კი ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა.

არსებობს აზრი, რომ ალკოჰოლიკი ქალბატონი სრული დეგრადაციაა, რთულის დღეების შემდეგ მსმელი მამაკაცი კი ნორმა. რა არის სმა როდის გარდაიქმნება ვახშამზე მირთმეული წითელი მშრალი ღვინო პრობლემად.

ალკოჰოლიზმი ქალებში

ადამიანები დარწმუნებულები არიან რომ კულტურულად, გაწონასწორებულად სვამენ, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე, მაგრამ ხშირად ალკოჰოლიზმის ზღვარზე არიან. შეცდომაა ვიფიქროთ, რომ ალკოჰოლიზმი მოკანკალე ხელებია.

თნამედროვე ალკოჰოლიზმმა ფორმები შეიცვალა. განათლებული, კულტურული ქალები სვამენ და საკუთარ თავს ალკოჰოლიკებად არ თვლიან.

ამასთან, ალკოჰოლიზმი ქალებში ელვის სისწრაფით ვითარდება. მეგობართან ერთად დალეული ღვინის ბოთლი კვირაში ორჯერ, კიდევ ერთი ოჯახურ ვახშამზე და მეორე დღეს ნერვული იღვიძებთ. საღამოს ისევ გსურთ დალევა.

ალკოჰოლის სისტემატიური გამოყენების შემთხვევაში ქალებში დამოკიდებულება 1-2 წლის შემდეგ ჩნდება. კაცებში 10 წლის.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ალკოჰოლისადმი მიდრეკილნი არიან იმპულსური, ეგოცენტრული ქალები. არც მორცხვები და მშიშარები არიან დაზღვეულნი ამ მავნე ჩვევისგან. მათ ალკოჰოლი თვდაჯერების მოსაპოვებლად ეხმარებათ. მამაკაცებში გრადუსში მყოფი ქალბატონი მხოლოდ მოკლე ვადითაა მიმზიდველი.

ალკოჰოლის დაშვებული ნორმა ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს, მინიმალური დოზა ჯანმრთელობას გააძლიერებს კდიეც. ისრაელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა: შეკრიბეს 224 ადამიანით დაკომპლექტებული გუნდი, რათა გაეგოთ რა მოუვიდოდა ორგანიზმს, თუ ადამიანები ყოველდღე ღვინის ბოთლს დალევდნენ.

ყველა მონაწილეს მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდათ აღმოჩენილი და სპეციალურ ხმელთაშუაზღვის დიეტას იცავდნენ. ისინი 3 ჯგუფად გაყვეს სასწმლის ტიპის მიხედვით, ვახშამზე უნდა დაელიათ ან ჩვეულებრივი წყალი, ან თეთრი მშრალი ღვინო ან წითელი.

ისინი ვინც ღვინოს სვამდნენ, პირველი ნახევარი წლის მანძილზე ძილის ხარისხი გაუუმჯობესდათ, არტერიული წნევად აურეგულირდათ და ისულინის მიმართ მგრძონობელობა შეუმცირდათ. 2 წლიანი კვლევის შემდეგ აღნიშნეს, რომ 150მლ წითელი მშრალი ღვინო ვახშმის შემდეგ ორგანიზმზე მართლაც დადებით ეფექტს ახდენს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველდღე უნდა ვსვათ და შედეგენბზე არ ვიფიქროთ. სპირტიანი სასმელების არასწორად გამოყენება სასარგებლო არაა. საკმარისია 2-3 წელი დღეში 1 ბოთლი სვათ, რომ ეს ყველაფერი თქვენს სახეზე აისახება: საშინელი კანის ფერი, ლაქები, ნაოჭები… თმის სიუხეშე, დაბერების პროცესის დაჩქარება… მასაში ადვილად აღმოაჩენთ ადამიანს, რომელიც ბევრ სპირტიანს სვამს.

არსებობს მილიონობით ალტერნატივა იმისთვის, რომ აიმაღლოთ განწყობა და არ მიაყენოთ საფრთხე თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს.

კომენტარის დატოვება