ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც საუკეთესო ნოემბერი ექნება

ნოემბრის თვე განსაკუთრებული კოსმიური დატვირთვით გამოირჩევა, მერკური და ვენერა მიმართულებას რადიკალურად იცვლიან და ეს ფაქტი ზოდიაქოს სხვადასხვა წარმომადგენლებზე განსხვავებულად აისახება. უამრავი მათგანი ნეგატიური გრძნობების ტალღას უნდა ელოდოს, თუმცა 3 გამორჩეული ზოდიაქოს ნიშანი ბუნების ასეთი ცვლილებით ყველაზე მეტ დადებით ენერგიას მიიღებს.

წვიმის ცეკვის რიტუალებისა და ბედის ვარსკვლავის განჭვრეტის გარეშე, ამ სამ ნიშანს სულიერი გაჯანსაღების, ფილოსოფიური განწმენდისა და წარმატებული ბედის პლანეტა იუპიტერი მართლაც განსაკუთრებულ ნოემბერს უმზადებს:

კირჩხიბი: ყოველდღიურობა უფრო მეტად წაგახალისებთ

გილოცავთ, მზე თქვენი ახლობელი ნიშნის, მორიელის ზეგავლენას განიცდის, რის შედეგადაც თქვენს ცხოვრებაში, სასიყვარულო ურთიერთობებსა და კრეატიულ იდეებს ნათელს მოჰფენს. იუპიტერი თქვენს ჯანმრთელობას, სამსახურებრივ საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას გამაბრწყინებელი ძალებით აღავსებს.

ასეთი ძლიერი ზეგავლენის დროს მთავარია უსაქმური ხასიათით არ გამოირჩეთ და ყველა დაგეგმილი საკითხის შესრულებისას მონდომება არ დაიშუროთ. მსგავსი მიდგომით თქვენ მართლაც იდეალური თვე გექნებათ.

საჭიროა უდიდესი მობილიზება გამოიჩინოთ და თქვენს სულიერ მდგომარეობას ბოლომდე აუღოთ ალღო, რათა მთელი ეს საოცარი საჩუქრების ტალღა ბოლომდე აითვისოთ და შემოუშვათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ლომი: საკუთარი თავის რწმენის უნარი დაგიბრუნდათ

გამოდით ჩაკეტილი ცხოვრების წრიდან და ისიამოვნეთ იუპიტერის საუკეთესო პოზიციით, რომელიც თქვენს კრეატიულ და სასიყვარულო ურთიერთობებზე პასუხისმგებელ კოსმოსურ სახლებს ნათელი აურით ავსებს. აღნიშნული პროცესი თქვენ შიგნით უდიდეს ენერგიას გაგრძნობინებთ. მზად იყავით თქვენი ემოციებისა და მოთხოვნების ღიად დაფიქსირებისთვის.

თამამად წამოიწყეთ კრეატიული პროექტები და არ შეუშინდეთ სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებას ან დასერიოზულებას. თქვენი ქარიზმატულობის დონე ამ თვეში უმაღლეს წერტის მიაღწევს და მის დაიგნორებას ვერავინ შეძლებს. დაანახეთ მსოფლიოს, რას წარმოადგენთ სინამდვილეში.

მშვილდოსანი: იუპიტერი თქვენს გვერდითაა

მსოფლიოს ყველაზე დიდი თავგადასავლების მოყვარული ნიშინს წარმომადგენლებო, მზად ხართ თქვენი კოსმოსური აღზევება ღირსეულად აღნიშნოთ? თქვენი მმართველი პლანეტა იუპიტერი ამ თვეში ყველაზე მაღალ ტახტს იკავებს და აუცილებლად უნდა გააცნობიეროთ, თუ რაოდენ განსაკუთრებული მოვლენაა ეს თქვენთვის.

მომავალი პერიოდის განმავლობაში ეს ბედის პლანეტა უდიდესი წარმატებისა და დალოცვის მომტანი იქნება მშვილდოსნებისთვის. ის სწორედ იმ გრძნობებსა და სიტუაციებზე იქონიებს დადებით გავლენას, რომელიც თქვენთვის ყველაზე სერიოზულ ნაწილს წარმოადგენს.

ასეთ კარგ გეგმებს მზეც შეუერთდება და თქვენი გეგმების უდაოდ განხორციელებას ისიც შეუწყობს ხელს საკუთარი ძალებით. ამიტომ, რამდენჯერმე გადახედეთ თქვენს სამომავლო გეგმებს და კარგად გადაწყვიტეთ, როგორი გზის გავლა გსურთ ასეთ სიტუაციაში.

ასევე წაიკითხეთ:

https://notepad.ge/371/

კომენტარის დატოვება