წარმოგიდგენთ სალათის რეცეპტს, რომელსაც “ეგვიპტურ პირამიდას” წუოდებენ და რომელიც ყველა სადღესასწაულო სუფრას მოუხდება.
ინგრედიენტები
ვირთევზას ღვიძლი 250გ
კარტოფილი 2 ც
მჟავე კიტრი 3ც
ვაშლი 2ც
კვერცხი 2ც
მაგარი ყველი 100გ
შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
კვერცხი მოხარშეთ და მჟავე კიტრთან ერთად კუბიკებად დაჭერით.
მოხარშული კარტოფილი და ვაშლი დიდ ჯამში დაჭერით, დაამატეთ ყველი. ვირევზას ღვიძლიდან ზედმეტი სითხე გამოანთავისუფლეთ და საშუალო ნაჭრებად გაყავით.
სალათას კვადრატული ფორმა მიეცით და ფენები შემდეგნაირად დააწყვეთ: ვირთევზას ფილე, კარტოფილი, შავი პილპილი, მავე კიტრი, ვაშლი, კვერცხი და ზევიდან ყველი დაახეხეთ. თითოეულ ფენას ვირთევზას გარდა, მაიონეზი წაუსვით.
სალათა შეგიძლიათ მორთოთ ბროწეულით ან ზეთისხილით. სუფრაზე მიტანამდე, რამდენიმე საათი მაცივარში გააჩერეთ, რათა პროდუქტებმა ერთმანეთი კარგად შეიწოვონ.