საუკეთესო ძეხვეულია ის, რომელიც სახლში მზადდება! წარმოგიდგენთ რამდენიმე რეცეპტს.
სახლის ძეხვი
ინგრედიენტები:
- 1 კგ ღორის ხორცი
- 200 გ საქონლის ხორცი
- 400 გ სალა
- 8 კბილი ნიორი
- 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
- 2–3 ჩ.კ. მარილი
- 2–3 ს.კ. წყალი
- 2–4 ნაწლავი
მომზადება:
- გაასუფთავეთ ნაწლავები. საგულდაგულოდ გარეცხეთ. აუცილებლად გააჩერეთ ცივ მარილიან და ძმრიან წყალში 3-4 საათით. შემდეგ ისევ გარეცხეთ.
- ხორცი და სალა დაჭერით დიდ ნაჭრებად, დაამარილეთ, დააპილპილეთ, დაამატეთ ნიორი და კარგად აურიეთ. დაასხით ცოტაოდენი მდუღარე წყალი.
- მომზადებულ ფარშს ხორცსაკეპი მანქანით ნაწლავები დაუმატეთ. მაცივარში 4-5 სთ გააჩერეთ.
- შემდეგ შეწვით ან ღუმელში 1 სთ გამოაცხვეთ.
უკრაინული გამომცხვარი ძეხვი
ინგრედიენტები:
- 1 კგ ნახევრად ცხიმიანი ღორის ხორცი
- 18 გ მარილი
- 2 გ შაქარი
- 2,5 გ შავი პილპილი
- 10 გ ნიორი
- 2–3 ნაწლავი
- ცხიმი გემოვნებით
მომზადება:
- ღრის ხორცში ცხიმის რაოდენობა 30%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოიყენეთ დიდი დანაყოფები.
- დაამატეთ მარილი, შაქარი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი. აურიეთ.
- ამ ფარშით გაავსეთ უკვე მომზადებული ნაწლავებით. ორივე მხარეს შემოახვიეთ როგორც სპირალი.
- ძეხვი ღუმელში მოათავსეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 20-30 წთ-ის შემდეგ გამოიღეთ და გადმოატრიალეთ. გამოაცხვეთ კიდევ 30-35 წთ.
- გააცივეთ 6-8 სთ-ის განმავლობაში. შეინახეთ პერგამენტის ქაღალდში და მაცივარში 1.5 თვემდე.
თაფლის შაშხი
ინგრედიენტები:
- 1,5 კგ ღორის ხორცი
- 30 მლ მშრალი თეთრი ღვინო
- 4 ს.კ. თაფლი
- მიხაკი, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ხორცი გააჯერეთ მიხაკით, წაუსვით თაფლი, დაამარილეთ და დააპილპილეთ. დატოვეთ 30-40 წუთით ოთახის ტემპერატურაზე.
- გამოაცხვეთ 200გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ გაზქურაში, სანამ ხორცი ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. შემდეგ ტემპერატურა შეამცირეთ 170გრადუსამდე და კიდევ 80წთ აცხვეთ.
ღორის ხორცი ნიახურით
ინგრედიენტები:
- 1,2 კგ ღორი
- 2 კონა ნიახური
- 300 გ წითელი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- მარილი, პილპილი, თავშავა გემოვნებით
მომზადება:
- ხორცი დაკეპეთ. ნიორი დაჭყლიტეთ და მარილთან და პილპილთან აურიეთ. ამ მასით ღორის ხორცი გააჯერეთ.
- ნიახური გაასუფთავეთ, რამდენიმე ნაწილად დაჭერით და ხორცზე მოათავსეთ. ხორცი რულეტივით დაახვიეთ და ძაფები მოუჭირეთ. დააყარეთ მარილი, პილპილი და მაცივარში 2-3 სთ შეინახეთ.
- შემდეგ ხორცი 1 სთ 190გრადუსზე გამოაცხვეთ. მომზადებამდე 20 წუთით ადრე დაალაგეთ ხახვის ნაჭრები.
ბუჟენინა შინაურულად
ინგრედიენტები:
- 1,2 კგ ღორის ხორცი
- 5–8 კბილი ნიორი
- 2 დაფნის ფოთოლი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- ამ რეცეპტისთვის საუკეთესოდ გამოგადგებათ ღორის ხორცის ნაჭრები სალათი (კისერი, მკერდი, შაშხი). ხორცი მარილით, პილპილით და ნივრით გააჯერეთ, 30 წთ ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ.
- მომზადებული ღორის ხორცი გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ, წყალი დაასხით და დაფნის ფოთოლი დაადეთ. დაფარეთ ფოლგით. ღუმელში 1-1.5 სთ-ის განმავლობაში გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.