11 მხიარული თამაში დიდების კამპანიისთვის: ასე სასიამოვნოდ ჯერ დრო არ გამიტარებია!

როცა მეგობრები იკრიბებით, არამხოლოდ გემრიელად მირთმევა, არამედ დროის საინტერესოდ გატარებაც გსურთ. ამისათვის ბევრი გასართობი თამაში არსებობს, რომლებსაც სპეციალური უნარები არ სჭირდება, მხოლოდ აქტიურობა და კარგი ხასიათი.

თამაშები დიდებისთვის

ჯენგა

ამ თამამშს ერთნაირი ხის ჯოხები სჭირდება. მათი მეშვეობით კოშკი შენდება. მონაწილეებს მისგან თითო დეტალის გამოძრობა და შემდეგ ამავე დეტალის მწვერვალზე მოთავსება ფრთხილად უწევთ . ის, ვის გამოც, კოშკი დაინგრევა, აგებს.

ქუდი

ამ თამაშს 10 ქაღალდი სჭირდება, რომელიც ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს. ყველა თავის ფურცელზე მონაწილეები ნებისმიერ სიტყვებს წერენ. შემდეგ, ფურცლებს ქუდში ათავსებენ. ყველა მონაწილე, ვინც ფურცელს ქუდიდან ამოიღებს, უნდა ახსნას, აჩვენოს ან დახატოს მისი სიტყვა. დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ. ის, ვინც ყველაზე კრეატიული აღმოჩნდება რაიმე სიმბოლურ პრიზს იღებს.

ასოციაციობანა

ყველა წრეში ჯდება. ირჩევენ დამწყებ მოთამაშეს, რომელიც მეზობელს ნებისმიერ სიტყვას ჩასჩურჩულებს. ეს ადამიანი, რომელსაც სიტყვა ჩასჩურჩულეს ვალდებულია, გვერდზე მჯდომ მოთამაშეს ის სწრაფად შეატყობინოს, ოღონდ ასოციაციით. მაგალითად, სახლი – კერა. ის კი თავის მხრივ, შემდეგ მონაწილეს თავისი ვერსიის ასოციაციას ეუბნება.

თამაშ წარმატებულად ითვლება მაშინ, თუ პირვანდელ სიტყვას არაფერი აქვს საერთო უკანასკნელ ასოციაციასთან. შეგიძლიათ სუფრაზე ითამაშოთ.

მიცანი

ამ თამაშს რამდენიმე მოხალისე სჭირდება, რომელსაც ერთ რიგში სვამენ. წამყვანს უხვევენ თვალებს და მოხალისეებთან მიჰყავთ, რათა შეხებით ამოიცნოს. ამისთვის სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება შეიძლება.

ნიანგი

წამყვანი ჩასჩურჩულებს მონაწილეს სიტყვას, რომელიც მან ჟესტებით და მიმიკით უნდა ახსნას, და არა თითის მინიშნებით ან ხატვით. დანარჩენმა მონაწილეებმა ეს სიტყვა უნდა გამოიცნონ. საკმაოდ სასაცილოა ახსნისთვის თვალის მიდევნება.

კიტრი

მშვენიერი თამაში დიდი კამპანიისთვის, რადგანაც მას ბევრი მონაწილე სჭირდება. ერთს ირჩევენ წამყვანად, დანარჩენები კი დგებიან წრეზე და ხელებს ზურგსუკან იწყობენ. ყველა მათგანმა, წამყვანისგან შეუმჩნევლად, ზურგსუკან ერთმანეთს კიტრი უნდა გადასცეს (ან ნებისმიერი მსგავსი ნივთი) ამასთან, მოკბიჩოს ბოსტნეული. წამყვანის მიზანია დაიჭროს მოთამაშე კიტრით, რომელიც წამყვანი ხდება.

სიტუაცია თავსატეხი

ეს თავისებური დეტექტივია. წამყვანი მონაწილეებს თავსატეხს აცნობს, რომელიც უნდა ამოხსნან. ამისთვის მონაწილეებს ნებისმიერი კითხვის დასმა შეუძლიათ. წამყვანმა კი უნდა გასცეს მხოლოდ კი, არა ან მნიშვნელოვანი არაა.

კონტაქტი!

ვინმე ჩაიფიქრებს სიტყვას და დანარჩენ მონაწილეებს მხოლოდ პირველ ასოს ეტყვის. ყველა მონაწილე თავის ვერსიას ფიქრობს და ცდილობენ ის სხვას აუხსნან. სიტყვის დასახელება აკრძალულია. როცა რომელიმე მონაწილე მიხვდება რაზეა საუბარუ, უნდა იყვიროს: “კონტაქტი”. შემდეგ ორივე მოთამაშე თავის ვარიანტებს ერთდროულად ამბობს. თუ ერთნაირი აღმოჩნდა, თამაში გრძელდება. თუ სხვადასხვა სიტყვა თქვეს, იხსნება შემდეგი ასო.

ბინძური ცეკვები

კამპანია წყვილებად იყოფა. იატაკზე ალაგებენ ქაღალდებს, თითოს წყვილისთვის. ირთვება მუსიკა და საჭიროა იცეკვონ ფურცელზე ისე, რომ იატაკს ფეხით არ შეეხონ. თუ წყვილის რომელიმე წევრი ქაღალს გადასცდება, რომელიმე მათგანმა რაიმე უნდა გაიხადოს. იგებს ის, ვისაც თამაშის ბოლოს ყველაზე მეტი ტასაცმელი რჩება. თამაში საკმაოდ პიკანტურია.

მოჩვენება

წამყვანი ყველა მონაწილისგან რაიმე ნივთს იღებს და ტომარაში ათავსებს. ირჩევენ ადამიანს, რომელიც მოჩვენება იქნება, აუხვევენ თვალს და ტომარიდან ნებისმიერი ნივთის ამოღებას თხოვენ, რომლის პატრონსაც დავალებას აძლევს.

ზღაპრები

უინტერესო საუბრების ნაცვლად სჯობს სტუმრებმა ერთმანეთი აცინონ. ეს მარტივია. მონაწილეებს ურიგდებათ ფურცლები და ეძლევათ დავალება: ყველა ცნობილი ზღაპრის შინაარსი პროფესიონალურ ენაზე დაწერონ. წარმოიდგინეთ ზღაპარი, რომელიც პოლიციის პროტოკოლის ან დაავადების ისტორიის მიხედვითაა დაწერილი. იმარჯვებს ყველაზე სასაცილო ისტორიის ავტორი.

კომენტარის დატოვება