ჩემს ბავშვობისდროინდელ ღვეზელს ანალოგი არ ჰყავს – უგემრიელესი დესერტი წითელი მოცხარით

ამ ღვეზელისთვის ნებისმიერი მურაბის შერჩევა შეგიძლიათ, არ გამოიყენოთ ზედმეტად თხევადი. ასევე არასასიამოვნო იქნება ჭამის დროს დიდი კურკების შეხვედრა. აიღეთ რაც მოგეპოვებათ, მოათავსეთ ღვეზელში და შეუდექით გამოცხობას!

ღვეზელი მურაბით მარგარინზე
ინგრედიენტები
  • 2 კვერცხი
  • 200 გ მარგარინი
  • 250 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 500 გ ფქვილი
  • 200 გ ჯემი ან მურაბა
მოზმადება

ათქვიფეთ მარგარინი ღრმა ჯამში.

შეურიეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი.

ფქვილს გაამფხვიერებელი დაუმატეთ და დანარჩენ ინგრედიენტებში შეურიეთ.

ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი მეორეზე ოდნავ დიდი უნდა იყოს. შემდეგ, პატარა ნაწილი მაცივარში 1 საათით შეინახეთ.

ცომის დიდ ნაწილს ფორმა მიეცით. წაუსვით კარაქი.

დაადეთ ჯემი ან მურაბა. გაანაწილეთ ზედაპირზე თანაბრად.

გამოიტანეთ მაცივრიდან მეორე ნაწილი და დააჭერით მიღებულ ფორმას.

ღვეზელი 190-200 გრადუზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით შედგით.

შეგიძლიათ დაამატოთ ორცხობილა, თხილი, ქოქოსის ბურბუშელა. თუ ძალიან ტკბილია, მაშინ ვაშლის პატარა ნაჭრები. ასევე, დააწვეთეთ ლიმნის წვენი.

კომენტარის დატოვება