ბებიას გამომცხვარი ღვეზელები კერძია, რომელსაც გვერდს ვერასდროს აუვლით. გახსოვდეთ: კარტოფილით, კომბოსტოთი, სოკოთი თუ ხორცით, ნებისმიერი სახის შიგთავსის ღვეზელი განწყობას ცივი სეზონის ყველაზე ცივ დღესაც კი აგიმაღლებთ. წარმოგიდგენთ კიდევ ერთ საინტერესო რეცეპტს: კარტოფილის პიურეთი და ქათმის ღვიძლით. მსგავსი გემოების არევა მასაც მოეწონება, ვინც ღვეზელზე არ გიჟდება.
ინგრედიენტები
მშრალი საფუარი 10გ
კვერცხი 2 ც
მცენარეული ზეთი 50გ
მარილი 1 ჩ.კ.
ხორბლის ფქვილი 6-8 ჭიქა
წყალი ს.კ.
ქათმის ღვიძლი 500გ
კარტოფილი 200გრ
ხახვი 1-2ც
მარილი, ზეთი გემოვნებით
მომზადება
ღრმა ჭურჭელში აურიეთ ფქვილი საფუართან, დაასხით წყალი, დაამატეთ კვერცხი, მარილი და ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ. უნდა გამოგივიდეთ ელასტიური ცომი.
შეურიეთ მცენარეული ზეთი და თბილ ადგილას 1-1.5 საათით გააჩერეთ.
გაასუფთავეთ, დაჭერით, მოხარშეთ და დაჭყლიტეთ კარტოფილი.
მოხარშეთ ღვიძლი, გააცივეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ზეთსა და ხახვში შეწვით.
ღვიძლი პიურესთან აურიეთ, დაამატეთ მარილი და პილპილი.
ცომიდან ფორმები გააკეთეთ, ამოავსეთ.
შეწვით ტაფაზე დიდი რაოდენობის ზეთში.