დამარილებული წითელი თევზი სუფრას ალამაზებს. ამასთან, იმდენად გემრიელია, რომ პრაქტიკულად, დამატებითი სუნელი არ სჭირდება. არაყში მომზადებული თევზის რეცეპტის დაიგნორება არასწორია. თევზს ის არ გააფუჭებს, ორაგულსაც კი, პირიქით, არყის დამატებით მათ უკეთესს გახდით.
სპირტი თევზს აკონსერვებს, მაგრამ ამასთან, არ არბილებს, პირიქით, დრეკადს ხდის. დამარილებულ თევზს ხშირად ემართება უსიამოვნებები, მაგრამ 20მლ არაყი მას მთლიანად შეინარჩუნებს. თევზი და არაყი თითქოს ერთმანეთისთვის არიან შექმნილები: სპირტი აქრობს თევზის სუნს, აუმჯობესებს გემოს, მომზადების პროცესი ბევრად სწრაფი ხდება. თუ წითელ თევზს დღეს საღამოს დაამარილებთ, ხვალინდელი ვახშმისთვის უკვე მზად იქნება.
ინგრედიენტები
კალმახი 500 გ
მარილი 1 ს.კ.
შაქარი 0.5 ს.კ.
არაყი 20 მლ
მომზადება
თევზი ფილის ფორმაში უნდა იყოს. თუ კუდი გაქვთ, შუაზე გაჭერით და ფხა მოაძრეთ.
თევზი კონტეინერში მოათავსეთ, გააჯერეთ მარილითა და შაქრით. სჯობს ძალიან არ გაჭყლიტოთ, რათა საგულდაგულოდ მოკაზმოთ და გაყოთ.
დაასხით თევზს 40გრადუსიანი არაყი (ერთ ადგილას არა, მის ზედაპირზე ალკოჰოლი თანაბრად გაანაწილეთ) თავიდან სუნი სპეციფიკური იქნება, მაგრამ შემდეგ დღეს ამის კვალიც არ დარჩება.
დაახურეთ კონტეინერს თავსახური და თევზი მეორე დღემდე მაცივარში დატოვეთ.
ჩვენ გამოვიყენეთ კალმახი, მაგრამ ორაგულიც გამოგადგებათ. იმისთვის, რომ თევზი უფრო მარილიანი იყოს კონტეინერში ღამით დატოვეთ ან უბრალოდ მეტი მარილი დაამატეთ. შაქრის დამატება აუცილებელია! ის შეინარჩუნებს გემოს ბალანსს და გააძლიერებს კიდეც. მზა თევზი ლამაზად მორთეთ.