ქალები ხშირად ღელავენ და საუბრობენ იმაზე, თუ რა არ მოსწონთ მამაკაცების ქცევებში. მაგრამ, არსებობს რამდენიმე თვისება, რაც მდედრობით სქესს ჭკუიდან შლის. ეს სულაც არაა გარეგნობა ან სიმდიდრე.
1. საკუთარ ჯანმრთელობაზე ღელვა
ამ თემაზე ერთი ხუმრობაც არსებობს: “ქალს ყველა იმ ნიშნის გაგება შეუძლია, რასაც კაცი 37.2 ტემპერატურისას განიცდის”. ქალებს ამ ტანჯვის დანახვა მამაკაცის თვალებში შეუძლიათ და შეუძლებელია დაზარალებული მოწონების ობიექტად არ იქცეს, რომელსაც ზრუნვა სჭირდება. მოფერების და ზრუნვის უნარი მდედრობით სქესს ბუნებამ მიანიჭა.
2. საკუთარი თავის სიყვარული
ქალები იყურებიან სარკეში, რომ გაისწორონ მაკიაჟი და დარწმუნდნენ, რომ გარეგნულად კარგად გამოიყურებიან. მამაკაცები კი იმიტომ, რომ საკუთარ თავს ესიყვარულონ. მართალია,ს ასაცილოა უყურებდე კაცს, რომელიც სარკეში პრესის დემონსტრაციას ახდენს, მაგრამ ამ სუპერგმირის მიმართ გრძნობები ახლიდან გიჩნდება.
3. ყველაფრის პროფესიონალი
ქალები ხშირად წუწუნებენ, რომ მამაკაცებს სახლში რაიმეს შეკეთება არ შეუძლიათ. ამის გამო ოჯახებიც კი ინგრევა. მაგრამ, როცა კაცი ყვირის: “საყვარელო, ინსტრუმენტები მომიტანე” – ქალის თვალში ის ღმერთი ხდება. არ აქვს მნიშვნელობა შეძლებს თუ არა დაზიანებული ნივთის შეკეთებას, მთავარია მან სცადა. მამაკაცი სარემონტო ხელსაწყოებით ხელში ქალის თვალებში ძალიან მიმზიდველია.
4. სიყვარული ცხოველების მიმართ
როცა მამაკაცი თავის საყვარელ შინაურ ცხოველზე გიჟდება, ქალი შეიძლება დადნეს. მშვენიერი სანახავია: მკაცრი, მამაკაცური ლამაზმანი და საყვარელი ფისო.
5. ჰალსტუხის შეკვრის არცოდნა
ჰალსტუხი მამაკაცის აქსესუარია და ქალებმა მისი შეკვრა წესით არ უნდა იცოდნენ. მაგრამ, როცა მამრობითი სქესის წარმომადგენელი ჰალსტუხს აქეთ იქით ატრიალებს და ვერაფერს ხდება, შეუძლებელია არ დაეხმარო. მიმზიდველი ჟესტია, როცა დილით ქალი კაცს ჰალსტუხს უკრავს.
6. ტკბილეულის სიყვარული
როგორ უნდა გიყვარდეს კაცი, რომელიც ფიგურას უფრთხილდება, მავნე საჭმელს არ მიირთმევს და მითუმეტეს ტკბილეულს? მერე ვის გაუნაწილებენ ქალები გემრიელ ტორტის ნაჭერს და ტკბილ ჩაის მყუდრო საღამოს?
7. ძილი ინტიმური სიახლოვის შემდეგ
არსებობს სტერეოტიპი, რომ როცა მამაკაცები ვნებიანი ჩახუტების შემდეგ იძინებენ, ეს მათი სისუსტეა და ქალი შეიძლება გაბრაზდეს. მაგრამ, პირიქით, მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ჰგონია, რომ პარტნიორს მთელი ძალა გამოაცალა, ამიტომ იძნეთ მშვიდი სინდისით.
8. გატაცება
თუ მეგობრებთან ერთად თევზაობა ან სპორტული აქტივობით დაკავება გიყვარს, დიდი პლუსია. მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საყვარელ ქალბატონს თავისუფლებას მიანჭებ. ყველას უნდა ჰქონდეს პირადი საქმეებით დაკავების დრო. ის უფრო მეტად შეგიყვარებთ, თუ მასაც მეგობრებთან ერთად გაუშვებთ.
9. კოლექციის შეგროვება
არ აქვს მნიშვნელობა რის კოლექციას აგროვებს მამაკაცი, კომიქსების, საფოსტო ნიშნების თუ ლუდის ჭქების. თავად დამოკიდებულება, შეინახოს ნივთები და მოყვეს საინტერესო ისტორიები მათი მოპოვების შემსახებ, ძალიან მიმზიდველია.
10. შექება
მამაკაცებს ძალიან უყვართ სერიოზულობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალების შექებას დაიწყებთ, მათ თვალებში საოცარ სინათლეს დაინახავთ, სახეზე ღიმილს. ქალის გულს ეს ქმედება უფრო დიდი სიყვარულით ავსებს.