შვედეთის ქალაქ ორებროში, ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში, 4 თებერვალს სროლის შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი შენობაში იპოვეს, ხოლო თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ასევე მსხვერპლთა შორისაა. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, ტერორისტული მოტივი გამოირიცხა.
შვედეთის საელჩომ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. საელჩოს განცხადებით, ეს არის მტკივნეული დღე შვედეთისთვის.
ამჟამად, პოლიცია მუშაობს დაღუპულთა იდენტიფიცირებაზე და გამოძიება გრძელდება.