მოდელი თაკო ჩხეიძე მიმართვას ავრცელებს და იშვიათ ოჯახურ კადრებს გვიზიარებს:
მინდა შევაჯამო 2024 წელი, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით ჩემს ცხოვრებაში, იყო ბევრი სიახლე, წარმატება, გაურკვევლობაც, ცოტა უსამართლობაც, სიხარულიც და სინანულიც… ამ წელმა ბევრი რამ მასწავლა, პირველ რიგში, გადავაფასე ურთიერთობები. დავაფასე ის ადამიანები, ვინც გვერდში დამიდგა… მიუხედავად სირთულეებისა, 2024 წელს მინდა მადლობა გადავუხადო ამ გამოცდილებისთვის.
გილოცავთ 2025 წელს, ყველას ვუსურვებ მშვიდობას, რომელიც ყველას ასე გვჭირდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, ყველა საქმეში წარმატებას, ხვავს, ბარაქას, სიყვარულს!დაე, ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისთვის, გილოცავთ. პ.ს წლის საუკეთესო მოგონებები გავაერთიანე ჩემს ფოტო კოლაჟში”, – წერს მოდელი თაკო ჩხეიძე საკუთარ გვერდზე.