ღვთისმშობლის შობა – სამი ლოცვა, რომელიც უნდა წავიკითხოთ ამ დღეს

21 სექტემებრს ჩვენი ზეციური დედოფლის – ღვთისმშობლოს შობის დღეა.

სამი ლოცვა, რომელიც იკითხება ამ დღეს.

შობამან შენმან ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა, და განაქარვა სიკუდილი, და მოგვანიჭა ჩუენ ცხოვრება საუკუნო.

იოაკიმ და ანა ყვედრებისაგან უშვილოებისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა. ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანამდებობისაგან ბრალთასა ხსნილი, ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა

ადიდებს სული ჩემი ბერწთაგან შობილსა ქალწულსა მარიამს.
განჰკვიდრეს ზესკნელსა ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეხცადა და საშო შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ, გადიდებენ შენ.

კომენტარის დატოვება