დაასხით თბილი სპრაიტი ცომს – ღმერთო, ეს ხომ საუკეთესო ბლინია მსოფლიოში

თუ ბლინებს კეფირით ამზადებთ, კეფირი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ცივის შემთხვევაში ბლინები ისეთი არ გამოვა, როგორიც საჭიროა. კიდევ ერთი ხრიკი – ბლინის ცომმა 15 წუთის განმავლობაში უნდა “დაისვენოს”. ეს აუცილებელია. ასევე, ბლინები ნელთბილ ცეცხლზე, დახურული სახურავით მოამზადეთ!  როგორ ვხდით ჩვენს ბლინებს ფუმფულას? ვიყენებთ სოდას ან საფუარს.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ხრიკი ბლინის ცომზე დამატებული ცოტაოდენი გაზირებული სასმელი – სპრაიტია. დამერწმუნეთ, დესერტი იმაზე ასმაგად უკეთესი გამოგივათ, ვიდრე ყოველთვის. უფრო ფუმფულა, უფრო არომატული, მოკლედ ყველაფერი უფრო კარგი. ამაში უმარტივესი რეცეპტი დაგეხმარებათ:

ინგრედიენტები
  • 0,5 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ცომისთვის
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 120 გ ნაღების კარაქი
  • 0,5 ჭიქა არაჟანი
  • 1 ჭიქა სპრაიტი
მომზადების ხერხი

აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.

დაამატეთ მდნარი კარაქი, არაჟანი და სპრაიტი.

აურიეთ ყველა ინგრედიენტი, რათა ცომი მსუბუქი და ჰაეროვანი გამოვიდეს და არა წებოვანი.  სურვილის შემთხვევაში დაამატეთ ცოტაოდენი ფქვილი. დადეთ მაგიდაზე და ფრთხილად გაშალეთ.

გამოიყვანეთ ფორმები.

შეწვით ბლინები ნაღების კარაქში.

ფუმფულა ბლინები საფუარის გარეშე მზადაა!

ისინი საოცრად გემრიელია და აუცილებლად უნდა გასინჯოთ!